ტექნოლოგიური ფაკულტეტი

აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე

სურათი

აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური კონსული ქალაქ ბათუმში რაშად ისმაილოვი, აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტის პრორექტორი საერთაშორისო ურთიერთობების დარგში, ნარგიზა აბდულაევა და პროფესორი ფაილ  ისმაილოვი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიურ ფაკულტეტს ეწვივნენ. რექტორის მოადგილემ ინგა შამილიშვილმა და ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა გიზო ფარცხალაძემ  სტუმრებს ფაკულტეტის მიღწევები და ტექნოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე გახსნილი სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის მუშაობა გააცნეს.  შეხვედრის მსვლელობისას მშენებლობისა და არქიტექტურის დარგში, მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის  პერსპექტივები  დაისახა. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა