ტექნოლოგიური ფაკულტეტი

ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბსუ-ს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოეწერა ხელი

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ხალვაშმა და ვალენსიის (ესპანეთი) პოლიტექნიკურ უნივერსიტეტის რექტორის აპარატის უფროსმა პროფესორმა ხუან მიგელ მარტინეს რუბიოსმა შეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი ორ უმაღლეს სასწავლებელს შორის გამოცდილების გაზიარებას, აკადემიური პერსონალის ურთიერთგაცვლას და საერთო ინტერესის სფეროებში მრავალხმრივი კვლევების განვითარებას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში, აგრეთვე დაგეგმილია სხვადასხვა საფეხურის სტუდენტების გაცვლა, აკადემიურ და სამეცნიერო პროექტებსა და პროგრამებში მონაწილეობა და მკვლევარებისა და ტექნიკური პერსონალის ტრენინგების პროგრამებში თანამშრომლობა.

ვალენსიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (UPV) და ბსუ 2013 წლიდან თანამშრომლობენ ევროკავშირის სხვადასხვა საგრანტო პროექტებში: ერაზმუს მუნდუსის მეორე აქტივობის (Erasmus Mundus Action 2) პროგრამებში – EuroEast, Electra და TEMPUS-ის პროგრამაში , რომლის ფარგლებშიც ბსუ-ს სტუდენტებმა და აკადემიურმა პერსონალმა ველენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში სხვადასხვა საგანმანათლებლო და კვლევით პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა.

ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი 1968 წელს დაარსდა , სადაც 36 ათასი სტუდენტი სწავლობს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა