17 აგვისტო 2016 წელი
მიმდინარე წლის 17 აგვისტოს ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, გენერალ მაიორს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორს, ბატონ ელგუჯა მეძმარიაშვილს საიუბილეო თარიღი - 70 წელი შეუსრულდა.
ბატონი ელგუჯა კოსმოსური ტექნიკისა და სამხედრო ინჟინერიის სფეროში მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერთა რანგშია. ის არის პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გენერალური კონსტრუქტორი (1999), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, აკადემიკოსი (2001/2013); გენერალ-მაიორი (1999); ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1994), სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი (2004), პროფესორი (1995), სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1996), გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემიის ლაურეატი (2007), საქართველოს, საბჭოთა კავშირის, საზღვარგარეთის და საერთაშორისო ორგანიზაციების სახელმწიფო და საუწყებო ორდენებისა და მედლების, მათ შორის ვახტანგ გორგასალის I ხარისხის ორდენის კავალერი (1999).
განსაკუთრებით აღსანიშნავია, ბატონი ელგუჯას მოღვაწეობა ბსუ-ს ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე, სადაც მისი თაოსნობით განხორციელებული იქნა არაერთი საინტერესო საინჟინრო პროექტი და ტექნიკური სფეროს სიახლეებსა და მიღწევებზე ჩატარდა საინჟინრო დარგისთვის უაღრესად აქტუალური და მნიშვნელოვანი ლექციები.
ცნობილ მეცნიერსა და მკვლევარს იუბილეს ულოცავს და სამეცნიერო ასპარეზზე წარმატებებს უსურვებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.