ტექნოლოგიური ფაკულტეტი

FAB LAB BSU არქიტექტურული პროექტების გამოფენაზე

სურათი

ბსუ-ს მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ბაფლაბი გონიოს-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში გამართულ არქიტექტურული პროექტების გამოფენაში ღებულობს მონაწილეობას. გამოფენაზე ფაბლაბში დამზადებულ  ცნობილი არქიტექტურული  კონსტრუქციების მოდელებთან ერთად  აჭარისათვის დამახასიათებელი ტიპიური საცხოვრებელი სახლების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ბათუმის თანამედროვე არქიტექტურის ფოტოებია წარმოდგენილი.

არქიტექტურული პროექტების გამოფენა  გონიოს ციხეში  აჭარის ა/რ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით მიმდინარეობს, ბსუ-სთან ერთად  საპროექტო კომპანიები მონაწილეობენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა