18 ოქტომბერი 2016 წელი
ვალენსიის (ესპანეთი) პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორმა ხულიან ალკალა გონსალესმა თემაზე: „თანამედროვე მიდგომები საიჟინრო გაანგარიშებებში, საუკეთესო გადაწყვეტლების მიღების მიზნით, ოპტიმიზაციის მეტაევრისტიკული მეთოდებისა და სასრულ ელემენტთა მეთოდების გამოყენებით“ საჯარო ლექციების ციკლი დაიწყო. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს საინჟინრო გაანგარიშებებსა და დაპროექტებაში საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებისათვის ოპტიმიზაციის მეტაევრისტიკული მეთოდებს გააცნობს. მომხსენებელი ყურადღებას გაამახვილებს ასევე გრადიენტის გენეტიკური მეთოდების გამოყენებასა და ანალიზზე.
საჯარო ლექციები ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის ორგანიზებითა და აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით ტარდება.