ტექნოლოგიური ფაკულტეტი

მეცნიერების, ინჟინერიისა და ტექნოლოგიის მსოფლიო აკადემიის კონფერენცია

სურათი

პარიზში გამართულ მე-18 სამეცნიერო ფორუმში „ეკონომიკისა და ბიზნესის მენეჯმენტი“ (ICEBM), მონაწილეობა მიიღო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის ინჟინერიისა და მშენებლობის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორმა ქეთევან გოლეთიანმა. ქართველმა მომხსენებელმა ფორუმის ფარგლებში ჩატარებულ მეცნიერების,  ინჟინერიისა  და  ტექნოლოგიის მსოფლიო აკადემიის კონფერენციაზე მოხსენება წაიკითხა თემაზე: „საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური სისტემების კონკურენტუნარიანობის გაზრდა და განვითარების პერსპექტივები თანამედროვე ეტაპზე“. ასისტენტ პროფესორმა ქეთევან გოლეთიანმა საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინა ასევე სამეცნიერო სესიის ფარგლებში გამართულ დისკუსიებში, სემინარებსა და სხვა სამეცნიერო ღონისძიებებში. სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა პარიზში (საფრანგეთი) მეცნიერების, ინჟინერიის და ტექნოლოგიის მსოფლიო აკადემიის (WASET) ორგანიზებით. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა