ტექნოლოგიური ფაკულტეტი

ნატოს დღეები საქართველოში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ნატოს დღეებში მიიღეს მონაწილეობა. ბსუ-ს ფაბლაბის სამეწარმეო ინოვაციების ლაბორატორიაში ტექნოლოგიური ფაკულტეტის  სტუდენტების მიერ ნატოს დღეების ფარგლებში დამზადებული თემატური ნამუშევრების გამოფენა-კონკურსი გაიმართა.  საუკეთესო ესეკიზის ავტორად ტექნოლოგიური ფაკულტეტის არქიტექტურის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტი ნანა პატარიძე დასახელდა. ნატოს დღეები საქართველოში წელს 2-11 აპრილს მეათედ აღინიშნება. 

მისი მიზანია საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმების, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ.

ღონისძიების ფარგლებში იმართება ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხზე საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი და იგეგმება მათი აქტიური ჩართვა მიმდინარე პროცესში. საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ საზოგადოებასთან დიალოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მზარდი ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე.

ნატოს დღეებს ახორციელებს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა