19 აპრილი 2017 წელი
ტექნოლოგიური ფაკულტეტის პროფესორი გიზო ფარცხალაძე და ასოცირებული პროფესორი გოჩა ჩავლეშვილი Erasmus+“-ის „InnoCENS Project“ (Enhacing Innovation Competencesand Entrepreneurial Skillsin Engineering Education - ინოვაციური კომპეტენციებისა და სამეწარმეო უნარების ამაღლება საინჟინრო განათლებაში) საგრანტო პროექტის ფარგლებში ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. პროექტის მონაწილეებმა ათდღიანი ვიზიტის ფარგლებში სამეწარმეო საქმიანობაში ინოვაციების დანერგვის საკითხები განიხილეს. ასევე გაეცნენ სამეწარმეო წესებს, მენტორობის და ტრენინგის განხორციელების ფორმებს, გუნდის ჩამოყალიბების და მოვალეობების გადანაწილების პრინციპებს, START UP-ისა და SPIN OFF-ის შექმნის წესებსა და დაფინანსების წყაროების მოძიების საშუალებებს.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინეს „ტრანსფორმირებადი ჩაფხუტების“, „მობილური აპლიკაციების“ და „გემების დასუფთავების სერვისების“ მოქმედი START UP-ების მუშაობის პრინციპები.