9 ივნისი 2017 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის არქიტექტურისა და მშენებლობის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები და ფაკულტეტის დეკანის მოადგილე გურანდა შამილიშვილი სამშენებლო კომპანია „ელიტა ჯგუფი+’’ -ს დირექტორს თეიმურაზ მიქელაძეს შეხვდნენ. შეხვედრა სტუდენტთა დასაქმების პროგრამის განხორციელების მიზნით გაიმართა. ადგილზევე გამოვლინდა კომპანიაში არსებულ ვაკანსიაზე წარსადგენ სტუდენტთა კანდიდატურები. შეხვედრის მსვლელობისას სამშენებლო კომპანიაში სტუდენტთა ეტაპობრივი დასაქმების სამომავლო პერსპექტივებიც დაისახა.