ტექნოლოგიური ფაკულტეტი

უნივერსიტეტს ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია. ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ჰუსეინ ფექერი და სატყეო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზაფერ ოლმეზი ბსუ-ს რექტორის მოადგილეებს ნათია წიკლაშვილს, თამარ სირაძეს, დეკანებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მკვლევარებს შეხვდნენ. მხარეებმა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელება დაგეგმეს. პირველ ეტაპზე უნივერსიტეტის ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის სატყეო მიმართულების სამეცნიერო პროექტში ჩაერთვება. ქართველი და თურქი მკვლევარები ერთობლივად იმუშავებენ მცენარეთა თესლის ბანკის შექმნისა და დამუშავების საკითხებზე. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა