12 ივნისი 2017 წელი
ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიზო ფარცხალაძე და ასოცირებული პროფესორი გოჩა ჩავლეშვილი Erasmus+“-ის „InnoCENS Project“ (Enhacing Innovation Competencesand Entrepreneurial Skillsin Engineering Education - ინოვაციური კომპეტენციებისა და სამეწარმეო უნარების ამაღლება საინჟინრო განათლებაში) საგრანტო პროექტის ფარგლებში, 30 მაისი-10 ივნისის ჩათვლით სტოკჰოლმის სამეფო ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. პროექტის მონაწილეები გაეცნენ შვედეთის ნაციონალურ კვლევით და ინოვაციურ პოლიტიკას, შვედეთის ინოვაციურ სტრატეგიას ნაციონალურ და რეგიონალურ დონეებზე, კოლაბორაციას ინოციებისათვის და სხვ. განხორციელდა ვიზიტები შვედეთის სამეფო უნივერსიტეტის, უპსალას უნივერსიტეტის და კისტას ინოვაციურ ცენტრებში START UP-ისა და SPIN OFF-ის საქმიანობების გასაცნობად.