18 დეკემბერი 2017 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, კონსორციუმ „ნოოსფერას“, გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტს, რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტს, ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის სამეცნიერო ინსტიტუტსა და სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები ერთობლივად განახორციელებენ საპროექტო-საკონსტრუქტორო, სამეცნიერო, ექსპერიმენტულ, სამონტაჟო პროგრამებს. პროექტი მიზნად ისახავს ახალი თაობის დიდი მასშტაბის გასაშლელი კოსმოსური ნაგებობების, კოსმოსური რეფლექტორული ანტენების და მექანიზებული სწრაფად ასაგები ხიდების შექმნას, სადემონსტრაციო მასშტაბური მოდელების დამზადებას, სადემონსტრაციო დამხმარე სტენების აგებასა და დემონსტრირებას.