ტექნოლოგიური ფაკულტეტი

„გარემოს თეორიის“ არსი ქართულ და ევროპულ ფილოსოფიურ აზროვნებაში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარული მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის ფილოსოფიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორმა ირმა ბაგრატიონმა სემინარი ჩაატარა თემაზე: „გარემოს თეორიის“ არსი ქართულ და ევროპულ ფილოსოფიურ აზროვნებაში“. მომხსენებელმა ისაუბრა ბიოლოგიური და სოციოლოგიური პრობლემატიკის ერთგვარი სინთეზური კვლევის შედეგებზე. მან ასევე ისაუბრა მე-20 საუკუნის ქართულ ფილოსოფიაში ორგანოტროპიზმის სახით ჩამოყალიბებული გარკვეული ბიო-სოციალური ჰიპოთეზის იმ ძირითადი პრინციპების შესახებ, რომლითაც ტროპიზმის მოვლენამ ბიოლოგიის მეცნიერების საკვლევი სფეროდან გადაინაცვლა მსოფლმხედველობრივი თეორიის ჩარჩოებში და ფილოსოფიური კვლევის ობიექტი გახდა.

სამეცნიერო სემინარის დასასრულს მსმენელთა შორის საინტერესო დისკუსია გაიმა-რთა „გარემოს ფილოსოფიური კონცეფციის“ საფუძველდებული ასპექტების, როგორც მხატვრული შემოქმედების შესაძლებლობათა განმაპირობებელი ბიოლოგიური, კლი-მატური და გეოგრაფიული ფაქტორების თავისებურებათა შესახებ.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა