ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

„სასურსათო უსაფრთხოების ზრდა საქართველოში ხორბლის გენეტიკური რესურსების შერჩევის და თესლის წარმოების გზით“

სურათი

ფიტოპათოლოგიის და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის გამძლეობის გენეტიკის განყოფილების უფროსმა ზოია სიხარულიძემ და განყოფილების უფროსმა მეცნიერ თანამშრომელი ქეთევან ნაცარიშვილმა მონაწილოება მიიღეს 24-25 მაისს, თბილისში გამართულ ეროვნული სამეცნიერო სემინარში „სასურსათო უსაფრთხოების ზრდა საქართველოში ხორბლის გენეტიკური რესურსების შერჩევის და თესლის წარმოების გზით“. მკვლევარმა ზოია სიხარულიძემ ქართველ და უცხოელ მეცნიერებს მოხსენება წარუდგინა თემაზე: „საქართველოში ხორბლის დაავადებების კვლევის სტატუსი“.
სემინარის მონაწილეებმა ღონისძიების ფარგლებში დავათვალიერეს ფერმერული მეურნეობის „ლომთაგორში“ (მარნეულის რაიონი), მცხეთის რაიონში (ჯიღაურა, წილკანი) არსებული ვაზის კოლექცია, მარცვლოვანთა სადემონსტრაციო ნაკვეთები და შევაგროვეს დაავადებების ნიმუშები.

სემინარი ფერმერული მეურნეობა „ლომთაგორას“ ორგანიზებით, ხორბლის საერთაშორისო ცენტრის (CIMMYT) და საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის მხარდაჭერით  გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა