30 აგვისტო 2019 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკალური ბენდი საერთაშორისო არტ ფესტივალ-კონკურსის „ნესებრის თანავარსკვლავედი - 2019-ის“ გრან პრის მფლობელია. ფესტივალ-კონკურსი 20-25 აგვისტოს ბულგარეთში, ქალაქ ნესებირში გაიმართა და მასში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში ბენდის წევრებთან ერთად მის ხელმძღვანელს კალისტრატე ცინცაძეს შეხვდა, ფესტივალში წარმატებულად მონაწილეობა მიულოცა და მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტისა და ქართული ხელოვნების პოპულარიზაციისათვის.