სამეცნიერო კვლევები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის კომპონენტის ფარგლებში აცხადებს საბუთების მიღებას.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის კომპონენტის ფარგლებში აცხადებს საბუთების მიღებას.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში მუდმივად ან ხელშეკრულებით მომუშავე მეცნიერებს და    ასევე, იმ მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, რომლებიც სამინისტროში განაცხადის წარდგენის პერიოდში სწავლობენ იურიდიული სტატუსის მქონე ორგანიზაციებში.

დახმარება გაიცემა შემდეგი სახის საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად: კონფერენცია, კონგრესი, ფორუმი, სიმპოზიუმი, სემინარი.

ქვეპროგრამის მონაწილე საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის ხარჯების დაფარვის მიზნით სამინისტროდან მიიღებს ფინანსურ დახმარებას არაუმეტეს 3000 ლარის  ოდენობით.

ქვეპროგრამის ბენეფიციარებს გამოავლენს სპეციალურად შექმნილი კომისია ღია კონკურსის საფუძველზე.

სამინისტროში საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 21 იანვრიდან 5 აპრილის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაცია ზემოაღნიშნული ქვეპროგრამის კომპონენტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილებში და სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.moecs.ge

  დანართი 1
  დანართი 2

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა