
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების კონკურსის გამარჯვებული პროექტის „სტუდენტები აკადემიური განვითარებისთვის“ ფარგლებში სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსმა თამარ მაჭუტაძემ სტუდენტებისათვის სემინარი ჩაატარა თემაზე: „საერთაშორისო ელექტრონული ბაზები“. ამავე სტუდენტური პროექტის ეგიდით პროფესორმა რამაზ ხალვაშმა ახალგაზრდებისათვის ტრენინგი „სამეცნიერო ნაშრომების წერა” გამართა.
უკან |