სამეცნიერო კვლევები

სამეცნიერო კონფერენცია „სტრატეგიული კომუნიკაცია დღეს: არსებული სირთულეები და შესაძლებლობები”

2021 წლის 19-20 მარტს, მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ალტერბრიჯი“ მართავს სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: ,,სტრატეგიული კომუნიკაცია დღეს: არსებული სირთულეები და შესაძლებლობები”. კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, კვლევითი ცენტრის/ინსტიტუტის აკადემიურ პერსონალს/მკვლევარს ახალგაზრდა მეცნიერებს, სტუდენტებს და დარგის სპეციალისტებს სხვადასხვა მიმართულებით.

სამეცნიერო კონფერენციის მიმართულებებით:

  • სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  • განათლების მიმართულება;
  • ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირება;
  • სამართალმცოდნეობა.

მნიშვნელოვანი თარიღები:
თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადა: 25 დეკემბერი, 2020
საორგანიზაციო ჯგუფის დასტური კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ: 2021 წლის 25 იანვრამდე
მოხსენების/სამეცნიერო ნაშრომის წარმოდგენის ბოლო ვადა: მონაწილეობის შესახებ დასტურის მიღებიდან 1 თვეში (25 თებერვალი, 2021).

საორგანიზაციო ჯგუფის მიერ დადასტურებული ყველა ნაშრომი გამოქვეყნდება მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ ,,ალტერბრიჯის“  საკონფერენციო მასალების კრებულში.

ყველა მომხსენებელს გადაეცემა კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.

კონფერენცია ჩატარდება  ZOOM პლატფორმის მეშვეობით

სამუშაო ენა: ქართული/ინგლისური

განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე: https://alterbridge.edu.ge/samecniero-konferencia/

გთხოვთ, შევსებული განაცხადი, თეზისები და მოხსენება გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: alterbridgeconference2021@alterbridge.edu.ge

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3ll7lbj
კონფერენციაზე დასწრების მსურველები დარეგისტრირდით: https://forms.gle/6SQT4d4VvX5yZLEu8
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა