სამეცნიერო პროექტი - ხორბლის ყვითელი და მურა ჟანგას ვირულენტობა
სამეცნიერო პროექტის კოლაბორატორი - ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
სამეცნიერო პროექტის დაფინანსების წყარო - სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაცია FAO.
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა - 2004-2006 წწ.
USDA-CSREES პროექტის “საერთაშორისო თანამშრომლობა ცენტრალურ აზიასა და ამიერკავკასიაში სასოფლო სამეურნეო კვლევების სფეროში” ფარგლებში ამოქმედდა.
სამეცნიერო პროექტის მიზანი - მრავალ ბიოტურ ფაქტორს შორის, რომლებიც ნეგატიურად ზემოქმედებენ ხორბალზე, სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით მაღალი რისკის შემცველი ფაქტორი გახლავთ დაავადებები. კერძოდ, ხორბლის მურა და ყვითელი ჟანგა. წარმოდგენილი კვლევის მიზანი იყო ხორბლის ორივე სახეობის ჟანგას პოპულაციებში მიმდინარე შიდასახეობრივი ცვლილებების შესწავლა და ჟანგებისადმი ხორბლის გამძლეობის გაუმჯობესება, რაც შესაძლებელია მიღწეული იქნას კონკრეტული პათოგენებისადმი ეფექტური გამძლეობის გენების იდენტიფიკაციისა და ჟანგებისადმი გამძლეობის წყაროების გამოვლენის გზით. აღნიშნულ კვლევას დიდი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგან კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია უდევს საფუძვლად პათოგენთა გენეტიკურ კონტროლს და შესაბამისად, დაავადებებისადმი გამძლე ჯიშების მიღებისა და შემდგომში, წარმოებაში რეალიზაციის პროცესებს. ჟანგა სოკოების პარაზიტული თვისებების განუწყვეტელი ცვალებადობის გამო აუცილებელია პათოგენთა კონკრეტულ პოპულაციაში ვირულენტობის გენოფონდის მუდმივი მონიტორინგი.
სამეცნიერო პროექტის შედეგი - ჩატარებული კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ 2004-2006 წლებში საქართველოსა და აზერბაიჯანში ხორბლის მურა და ყვითელი ჟანგა დაბალი ინტენსივობით იყო გავრცელებული. სხვადსხვა ეკოლოგიური ზონიდან აღებული ნიმუშების გაანალიზების შედეგად იდენტიფიცირებული იქნა მურა ჟანგას 50- 80 პათოტიპი და ყვითელი ჟანგას 8-10 პათოტიპი. ორივე პოპულაციაში მუდმივად იყო გავრცელებული მურა ჟანგას ვირულენტობის გენები p2c, p3, p14b, p16, p22a, p22b, p30, p32, p33, p34, p35, p37, pB და ყვითელი ჟანგას p2, p3, p6, p7, p8, p9, pIR, pIS, pAS გენები. ხორბლის ზრდასრულ ფაზაში ეფექტური გამძლეობის გენები იყო: Lr9, Lr13, Lr19, Lr24, Lr28, Lr29, Lr23+10, Lr27+31+10, Lr18, Lr21, Lr23, Lr25, Lr36, Lr37 и Yr1, Yr2, Yr3a, Yr5, Yr10, Yr12, Yr15, Yr24, Yr26, YrSP, YrIR, YrCV, YrSD. ყვითელი ჟანგას აზერბაიჯანული პოპულაცია უფრო ვირულენტური იყო ქართულთან შედარებით.
უკან |