სამეცნიერო კვლევები

მცენარეთა დაცვის გაუმჯობესება საქართველოში დაავადებებისადმი გამძლეობის დონის ამაღლების, საკარანტინო დაავადებების შესწავლისა და კულტურათა ნაციონალური კოლექციის შექმნის გზით

სამეცნიერო პროექტი - მცენარეთა დაცვის გაუმჯობესება საქართველოში დაავადებებისადმი გამძლეობის დონის ამაღლების, საკარანტინო დაავადებების შესწავლისა და კულტურათა ნაციონალური კოლექციის შექმნის გზით (#G-1993p)

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი -  მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ზოია სიხარულიძე

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი - ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის 16 მკვლევარი.

სამეცნიერო  პროექტის დაფინანსების წყარო - საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის (ISTC)

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა - 2004 -2008 წწ.

სამეცნიერო პროექტის შედეგი - საქართველოს დამახასიათებელი რბილი და მრავალფეროვანი კლიმატური პირობები განსაკუთრებით ხელსაყრელია სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურისა და მათი დაავადებების განვითარებისათვის. დღეს საქართველოს სოფლის მეურნეობა სუსტად არის განვითარებული და მოსავლიანობაც ხშირად დაბალია. Mმრავალ სხვა მიზეზთან ერთად ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მცენარეთა დაავადებები გახლავთ.

საქართველოზე გამავალი ევრაზიის სატრანსპორტო დერეფანი კიდევ უფრო აუარესებს არსებულ ფიტოსანიტარულ სურათს. ტრასპორტთან და ტვირთთან ერთად შესაძლებელია მიკროორგანიზმების გადატანაც., რაც ქმნის ფიტოტერორიზმის შესაძლებლობას. საკარანტინო ობიექტების დროულად გამოვლენა და მათი რისკის შეფასება ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე მდგარი ქვეყნისათვის მეტად მნიშვნელოვანია.

პროექტის მიზანი იყო მცენარეთა დაავადებების კონტროლის გაუმჯობესება  და მათგან გამოწვეული დანაკარგების შემცირება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად შესრულდა შემდეგი ამოცანები:

• საქართველოს სხვადასხვა აგროეკოლოგიურ ზონაში მარცვლოვნების, კარტოფილის და სხვა საექსპორტო/საიმპორტო მნიშვნელობისა და საკარანტინო კულტურების ფიტოსანიტარული მონიტორინგი განხორციელდა ექსპედიციების გზით.

• გამოვლენილი დაავადებების გამომწვევ პათოგენთა სახეობრივი და შიდასახეობრივი სტრუქტურის იდენტიფიკაცია თანამედროვე სადიაგნოსტიკო და მოლეკულური ბიოლოგიის მეთოდების გამოყენებით

• შეიქმნა და შეინახა ფიტოპათოგენთა ნაციონალური კოლექცია მოლეკულური ბიოლოგიის თანამედროვე მეთოდების ათვისების დიაგნოსტიკისა და პათოგენთა მრავალფეროვნების შესწავლის მიზნით

• ჩამოყალიბდა მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორია

• ჩატარდა  პროექტის ძირითად მონაწილეთა ტრენინგები მენეჯმენტისა და სამეცნიერო კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

პროექტის მთავარი ობიექტი იყო ხორბალი, რადგან საქართველო ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი სამშობლოა და წარმოადგენს ხორბლისა და  მისი პათოგენების მრავალფეროვნების ცენტრს. ხორბლის მთავარი დაავადეების წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო მეთოდია დაავადებამედეგი ჯიშების მიღება და წარმოებაში დანერგვა. ხორბლის განსაკუთრებით მავნე დაავადებების - ჟანგების რასობრივი შემადგენლობის შესწავლის შედეგად მიღებული ინფორმაცია გადაეცა სასელექციო პროგრამების წარმატებით რეალიზაციისათვის.
პროექტის ფარგლებში:

• ჩატარდა მარცვლოვანთა სასელექციო მასალის იმუნოლოგიური შეფასება მთავარი დაავადებების მიმართ გამძლე გენოტიპების გამოვლენა-ამორჩევის მიზნით

• გამორჩეული გენოტიპებით (ჯიშები, ჰიბრიდული ფორმები) მოეწყო სადემონსტრაციო ნაკვეთები  და ჩატარდა ფერმერთა კონსულტირება-სწავლება.
ზემოთ აღნიშნული ამოცანების შესრულების შედეგად პროექტის მთავარი მიზანი მიღწეული იქნა და შეიქმნა საუკეთესო საფუძველი ინსტიტუტის სტრატეგიული განვითარებისათვის.

 

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა