სამეცნიერო პროექტი: ,,აჭარა - გურიის მანდარინის ბაღების არსებული მდგომარეობის შესწავლა და რეაბილიტაციისთვის უახლესი ტექნოლოგიის დანერგვა“ № AR/189/10-160/14
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ნელი ხალვაში.
სამეცნიერო პროექტის ძირითადი შემსრულებლები: ავთანდილ მესხიძე, დავით ბარათაშვილი, შოთა ლომინაძე, ნინო ქედელიძე, დალი ქამადაძე.
სამეცნიერო პროექტის დაფინანსების წყარო: სსიპ შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდი, შპს ,,ფერმერთა სახლი”;
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2015-2017
სამეცნიერო პროექტის მიზანი: ციტრუსოვანთა ამორტიზებული პლანტაციების რეაბილიტაციისა და ახალი ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით დანერგვის მიზნით აჭარა გურიის 3 მუნიციპალიტეტში (ქობულეთი, ხელვაჩაური, ოზურგეთი) მანდარინის ხანდაზ¬მული, გამეჩხერებული, ნაკლებად მსხმოიარე ბაღების შერჩევა (თითოეული 0,25 ჰა, სულ 0,75 ჰა); ამორტიზებული მცენარეების ჩანაცვლების მიზნით მანდარინის საადრეო ჯიშების (ადრეულა, ქართული საადრეო, ოკიცუ ვასე, ტიახარა უნშიუ) სარგავი მასალის გამოყვანა; ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით და ინტეგრირებული მართვით სადემონს¬ტრა¬ციო ბაღების მოწყობა; ფერმერთა ცნობიე¬რების ამაღლების მიზნით ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება.
სამეცნიერო პროექტის შედეგი:
• აჭარა-გურიის რეგიონში ჩატარებული ექსპედიციების, მოსახლეობასთან ჩატარებული შეხვედრების, გასაუბრებისა და მუნიციპალიტეტების შესაბამის სამსახურებში მოპოვებული ინფორმაციების სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე შესწავლილი იქნა ციტრუსოვანთა პლანტაციების საერთო მდგომარეობა (ციტრუსებით დაკავებუ¬ლი ფართობები, მოსავლიანობა, მეჩხერიანობა) და ფერმერთა დამოკიდებულება მეციტრუსეობისადმი.
• აჭარა-გურიის სამ მუნიციპალიტეტში (ხელვაჩაური, ქობულეთი, ოზურგეთი) შერ-ჩეუ¬ლი იქნა მანდარინის 3 ხანდაზ¬მული, გამეჩხერებული, ნაკლებად მსხმოიარე ბაღი (თითოეული 0,25 ჰა, სულ 0,75 ჰა), სადაც ახალი ტექნოლოგიების ინტეგრი-რებული მართვითა და ფერმერთა ჩართულობით მოეწყო 3 სადემონსტრაციო ნაკვეთი. პროექტით გათვალისწინებულმა ტექნოლოგიებმა მნიშვნელოვნად დაზოგა ადამიანური რესურსი და სამუშაოს მოცულობის შემცირების ხარჯზე თანდათანობით განახევრდა გაწეული შრომითი და ფულადი დანახარჯები.
• პროექტის ძირითადი პერსონალის მეთვალყურეობითა და ფერმერთა მონაწილეობით 2 წლის განმავლობაში სადემონსტრაციო ნაკვეთებში ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა ყველა სახის აგროტექნიკური სამუშაო (გასხვლა, სიდერატის თესვა, მულჩირება, განოყიერება, მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა). პლანტა¬ციებში ჩატარებულმა სამუშაოებმა ხელი შეუწყო მცენარის ვარჯში სინათლის შეღწევადობის გაზრდას, სტანდარტული ნაყოფის გამოსავლიანობას, ნაყოფის ხარისხობრივი მაჩვენებ¬ლების გაუმჯობესებას.
• აჭარა-გურიის სამ მუნიციპალიტეტში (ხელვაჩაური, ქობულეთი, ოზურგეთი) ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ფერმერებთან ჩატარდა სემინარები და ტრენინგები. დღეს პროექტის შედეგებს უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავს ფერმერთა სახით, ვიდრე პროექტის დაწყებამდე არსებობდა.
• სადემონსტრაციო ნაკვეთებზე მანდარინის ამორტიზებული მცენარეების ჩანაცვლების მიზნით გამოყვანილი იქნა საადრეო ჯიშის (ადრეულა, ქართული საადრეო, ოკიცუ ვასე, ტიახარა უნშიუ) 600 ძირი სტანდარტული სარგავი მასალა (ნერგი), რომლის პოპულარიზაციამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მანდარინის საადრეო ჯიშებისადმი მოსახლეობის დაინტერესებას.
• რეაბილიტირებულ ნაკვეთებზე ჩატარდა ,,სადემონსტრაციო დღე“, რეაბილიტაციის შედეგად მიღებულმა ეფექტმა, მნიშვნელოვნად გაზარდა ფერმერების დაინტერესება ახალი ტექნოლოგიებისადმი. პროექტის შედეგებზე ორიენტირებამ მნიშვნელოვნად გაზარდა ახალი ტექნოლოგიების საკუთარ ფერმერულ მეურნეობაში გამოყენებისა და დანერგვის მსურველთა რიცხვი.
• ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ფერმერთა დასახმარებლად მომზადდა და გამოიცა მეთოდური მითითება ,,ციტრუსოვანთა პლანტაციების რეაბილიტაციის თანა¬მედროვე ტექნოლოგიები“(145გვ), რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ტექნო¬ლოგიების გამოყენების მასშტაბურობას და არეალის გაფართოებას.
უკან |