სამეცნიერო პროექტი - რელიქტური მერქნიანი სახეობების ex-situ&in-situ კონსერვაცია
სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი - იზოლდა მაჭუტაძე
სამეცნიერო პროექტის დაფინანსების წყარო - შვეიცარიის ფრიბურგის უნივერსიტეტი, პროექტი „Zelkova”
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა - 2016-2018 წწ.
სამეცნიერო პროექტის მიზანი - კოლხეთის რელიქტური მექრნიანი სახეობების კონსერვაცია
ამოცანას წარმოადგენს:
- Ex situ კონსერვაცია ლაფანისა (Pterocarya fraxinifolia) და სხვა რელიქტური მერქნიანი სახეობებისა ამიერკავკასიაში;
- ლაფანის (Pterocarya fraxinifolia) კონსერვაციისთვის საპილოტე აღდგენითი პროექტის განხორციელება ილიას უნივერსიტეტსა და ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით;
- ფილოგეოგრაფიული ანალიზი გვარ ლაფანისა მსოფლიოში;
- ფერადი ილუსტრირებული წიგნის გამოცემა გვარ ლაფანის კონსერვაციული სტატუსის და მრავალფეროვნების.
თემა აქტუალურია, ვინაიდან მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის ნომინაციაზე წარდგენილია პროექტი: „კოლხეთის ტორფნარები და რელიქტური ტყეები“ www.UNESCO.com
რელიქტური კოლხური ტყის შემქმნელი მერქნიანი სახეობები ჰართვისის მუხა, ლაფანი და კოლხური ბზა “წითელი ნუსხისა” და “წითელი წიგნის” სახეობებია. კოლხეთის დაბლობის რელიქტური ტყეები Quercus+Fraxinus+Carpinus betulus ზურმუხტის ქსელის დასაცავი ობიექტებს წარმოადგენს.
უკან |