სამეცნიერო კვლევები

გამოცხადდა კონკურსი სტეფანო როდოტას ჯილდოს მოსაპოვებლად

108-ე კონვენციის კომიტეტი აცხადებს მიღებას 2022 წლის სტეფანო როდოტას ჯილდოსთვის (შეჯიბრის მეოთხე გამოშვება). ახალგაზრდა მკვლევრებისა და სტუდენტების ინოვაციური და ორიგინალური აკადემიური კვლევითი პროექტი უნიკალურ შანსს აძლევს მონაწილეებს, წარუდგინონ თავიანთი ნამუშევარი 55-ზე მეტი ქვეყნიდან წარმოდგენილ, აღიარებულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ექსპერტთა და პოლიტიკის შემქმნელთა გლობალურ ფორუმს.

ჯილდო პატივს მიაგებს გამორჩეულ იტალიელ პოლიტიკოსსა და პროფესორს, რომელმაც ხელი შეუწყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლების პოპულარიზაციას.

პრიზით ჯილდოვდება ახალგაზრდა მკვლევრებისა და სტუდენტების ინოვაციური და ორიგინალური აკადემიური კვლევითი პროექტი, სადოქტორო თეზისი, სტატია ან პუბლიკაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში.

შეჯიბრი ღიაა სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის, რომლებიც 108-ე კონვენციის კომიტეტის წევრები ან დამკვირვებელი ქვეყნებიდან არიან.

განმცხადებელთა პროექტები და პუბლიკაციები შეფასდება ჟიურის მიერ, რომელიც შედგება 108-ე კონვენციის კომიტეტის ბიუროს წევრებისგან. დაჯილდოებული ორიგინალური აკადემიური კვლევითი პროექტები და პუბლიკაციები გამოვლინდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის დღეს (2022 წლის 22 იანვარი) და გამოცხადდება ევროპის საბჭოს ვებგვერდზე და სხვადასხვა სოციალური მედიის ანგარიშზე გამარჯვებულთა პატივსაცემად.

გამარჯვებულები მიწვეულნი იქნებიან 108-ე კონვენციის პლენარულ სხდომაზე (რომელიც გაიმართება 2022 წლის 15-17 ივნისს). გამარჯვებულებისთვის, ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა, წარუდგინონ თავიანთი ნამუშევარი 55-ზე მეტი ქვეყნიდან წარმოდგენილ საერთაშორისოდ აღიარებულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ექსპერტთა და პოლიტიკის შემქმნელთა გლობალურ ფორუმს.

განაცხადი უნდა გაიგზავნოს ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე easychair.org-ის საშუალებით 2021 წლის 30 ნოემბრამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.coe.int/dataprotection


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა