2022 წლის 22-26 აგვისტოს ევროპული განათლების კვლევის ასოციაცია (EERA) პირველად ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში მართავს ყოველწლიურ საგანმანათლებლო კვლევების ევროპულ კონფერენციას (ECER). კონფერენციის თემა გახლავთ „განათლება ცვალებად სამყაროში: გლობალური რეალობის გავლენა საგანმანათლებლო კვლევის პერსპექტივებსა და გამოცდილებაზე“. კონფერენციის მონაწილეთა დოკუმენტაციის წარდგენა 10 დეკემბერს დაიწყო და 2022 წლის 31 იანვარს დასრულდება.
დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ამ ბმულზე: https://eera-ecer.de/ecer-2022-yerevan/
დოკუმენტაციის წარდგენის ბმულია: https://eera-ecer.de/ecer-2022-yerevan/submission/
უკან |