FaRiG-ი (საქართველოში სამეცნიერო კვლევის მეგობრები) არის ბრიტანული საქველმოქმედო საზოგადოება. FaRiG ყოველ წელს აცხადებს საგრანტო კონკურსს ქართველ მეცნიერების კვლევებისათვის ჰუმანიტარულ დარგში. ბრიტანული საქველმოქმედო საზოგადოება FaRiG-ი ყოველწლიურად გასცემს კვლევით გრანტს და პრიზს ესესათვის.
2022 წლის FaRiG-ის კვლევის გრანტი
£1500 გირვანქა სტერლინგის ოდენობის გრანტი ღიაა საქართველოში მცხოვრები ქართველი მეცნიერებისთვის. კვლევა ფოკუსირებული უნდა იყოს საქართველოს კულტურისა და მემკვიდრეობის საკითხზე, რომელმაც ფართო აუდიტორია (ანუ საქართველოს ფარგლებს გარეთ) უნდა დააინტერესოს.
2022 FaRiG-ის სიმონ ზაზაძის გრანტი
£1500 გირვანქა სტერლინგის ოდენობის გრანტი შემოთავაზებული აკადემიური კვლევისთვის ღიაა საქართველოში მცხოვრები ქართველი მეცნიერებისთვის. კვლევა ფოკუსირებული უნდა იყოს ქართულ-ანატოლიურ კვლევებზე, შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი კუთხის მიმდებარე რეგიონის მდიდარი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის გათვალისწინებით.
2022 FaRiG-ის პოლონსკის პრემია
£1000 გირვანქა სტერლინგამდე ოდენობის გრანტი შემოთავაზებული აკადემიური კვლევისთვის (სასურველია საქართველოს ფარგლებში) ღიაა საქართველოში მცხოვრები ქართველი მეცნიერებისთვის. კვლევა ფოკუსირებული უნდა იყოს საქართველოსა და კავკასიის ებრაული თემების ისტორიასა და კულტურაზე.
2022 FaRiG-ის გრიბოედოვის კვლევის გრანტი
1000 გირვანქა სტერლინგამდე ოდენობის გრანტი შემოთავაზებული ისტორიული კვლევისთვის ღიაა საქართველოში და/ან რუსეთში მცხოვრები ქართველი მეცნიერებისთვის. კვლევა უნდა იყოს ფოკუსირებული საქართველოს რუსეთთან საუკუნეების მანძილზე ურთიერთქმედების ასპექტზე. ეს შეიძლება მოიცავდეს საველე და/ან საოფისე სამუშაოებს არქივებში, მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში საქართველოში, რუსეთში ან სხვაგან.
გრანტების პირველადი კრიტერიუმია კვლევის ხარისხი და სიცოცხლისუნარიანობა. უპირატესობა მიენიჭებათ ახალგაზრდა მეცნიერებს (ანუ 25-45 წლამდე), განაცხადებს თანადაფინანსებით, (ფულადი და/ან ნატურით), განაცხადებს ნაკლები თანხით, განაცხადებს, რომლებიც გამოაქვეყნებენ სტატიას ინგლისურ ენაზე. მათ, ვინც უკვე მოიპოვა Farig-ის გრანტი არა აქვთ მონაწილეობის მიღების უფლება.
გთხოვთ, ჩამოტვირთოთ შესაბამისი განაცხადის ფორმა www.farig.org-დან და 2022 წლის 28 თებერვლამდე წარადგინეთ შემდეგ მისამართზე enquiries@farig.org განაცხადები მხარდაჭერილი უნდა იყოს ორი კონფიდენციალური წერილით იმ პირთაგან, ვინც იცნობს განმცხადებლის ნამუშევარს. FaRiG Awards ქვეკომიტეტი გასცემს გრანტებს 2022 წლის 15 აპრილს. ნებისმიერი შეკითხვა შეიძლება გაიგზავნოს ამ მისამართზე: enquiries@farig.org
2022 FaRiG-ის ადამს ესეს პრემია
£500 გირვანქა სტერლინგის ოდენობის ქეროლაინ ადამსის მიერ დაწესებული პრემია, ხელმისაწვდომია ქართველი მეცნიერებისთვის (ინგლისური სიტყვების მაქსიმალური რაოდენობა - 5000) საქართველოსთვის აქტუალურ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ნებისმიერ თემაზე. უპირატესობა ენიჭება სრულფასოვან აკადემიურ სტატიას, რომელიც ადრეულ საფეხურზე განხორციელებულ კვლევაზეა დაფუძნებული და უკვე მზად არის გამოსაქვეყნებლად. გამარჯვებული ესე გამოქვეყნდება FaRiG-ის ვებსაიტზე. მასალა არ უნდა იყოს ადრე გამოქვეყნებული ინგლისურ ენაზე.
გთხოვთ, ჩამოტვირთოთ განაცხადის ფორმა www.farig.org-დან. ესე უნდა გაიგზავნოს 2022 წლის 15 ოქტომბრამდე განაცხადის ფორმასთან ერთად შემდეგ ელექტრონული მისამართზე: enquiries@farig.org
სუბკომიტეტი გასცემს პრემიას 2022 წლის 30 ნოემბრისთვის.
უკან |