სამეცნიერო კვლევები

იუნესკოს „მონაწილეობის პროგრამა - 2022-2023“

საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია იწვევს მსურველებს წარმოადგინონ საპროექტო განაცხადები იუნესკოს 2022-2023 წლების „მონაწილეობის პროგრამა - 2022-2023“ ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად. „მონაწილეობის პროგრამა” არის იუნესკოს მხრიდან წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის ერთ-ერთი საშუალება, რომლის მეშვეობითაც წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ განახორციელონ პროექტები, ორგანიზაციის მიერ დასახული პრიორიტეტების/სტრატეგიული მიზნების შესაბამისად (დამხმარე დოკუმენტი - 41 C/5 მისამართი:   https://unesdoc.unesco.org/ark:/48223/pf0000375756  გვ.97-იდან).
პროექტების პირველად შერჩევას აწარმოებს ეროვნული კომისია, ხოლო წარდგენილი
პროექტების დაფინანსებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს UNESCO-ს სათაო ოფისი
(ქ.პარიზი). პასუხი განმცხადებელს ეცნობება გადაწყვეტილების მოტივირების გარეშე.

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა 2022 წლის 10 თებერვლამდე საქართველოს იუნესკოს
საქმეთა ეროვნული კომისიის სამდივნოს უნდა მიაწოდონ ელექტრონულ მისამართზე
unesco@mfa.gov.ge შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. პროექტის მოკლე ანოტაცია ქართულ ენაზე (მაქსიმუმ 1 გვ.);
  2. შევსებული სააპლიკაციო განაცხადი ინგლისურ ენაზე (იხ. სააპლიკაციო ფორმა და
  3. ინფორმაცია პროექტის სტანდარტის შესახებ);
  4. დოკუმენტაციას უნდა დაერთოს განმცხადებელი ორგანიზაციის ოფიციალური
  5. მიმართვა საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სახელზე;
  6. პროექტის განხილვისას ყურადღება მიექცევა შესაბამისი დარგობრივი სახელმწიფო
  7. უწყების სარეკომენდაციო წერილს.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, მიმართოთ ეროვნული კომისიის სამდივნოს
შემდეგ მისამართზე:
საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სამდივნო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
0118 თბილისი, ჩიტაძის ქ. N4
საკონტაქტო ინფორმაცია:  unesco@mfa.gov.ge;  2945000 (1912); 595433950

ინფორმაცია პროექტის სტანდარტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მიმარგებულ ფაილში.

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა