სამეცნიერო კვლევები

ალჰაიმერის დაავადება გენეტიკური პოლიმორფიზმის გათვალისწინებით

სამეცნიერო პროექტის დასახელება ალჰაიმერის დაავადება გენეტიკური პოლიმორფიზმის გათვალისწინებით

გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი:  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი შორენა ვაშაძე

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: ასოცირებული პროფესორი ირინა ნაკაშიძე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის მეხუთე კურსის    სტუდენტი ანა  ჩიხრაძე; საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  და  ჯანდაცვის ფაკულტეტის  მეხუთე  კურსის სტუდენტ ანა  სურმანიძე; საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და  ჯანდაცვის ფაკულტეტის  მეხუთე  კურსის  სტუდენტი მარიამ  კაჭარავა; საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  და  ჯანდაცვის ფაკულტეტის  მეხუთე  კურსის     სტუდენტი დიანა   ვარშანიძე;   საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  და ჯანდაცვის ფაკულტეტის მესამე  კურსის   სტუდენტი ქეთევან  საფარიძე. 

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა:  20.03..2024- 15.03.2025).

 

კვლევის სიახლე და აქტუალურობა -  კოგნიტური  დარღვევები-დემენცია (F00-F03) წარმოადგენს თავის ტვინის ტრავმით, ქრონიკული ან  პროგრესულად მიმდინარე დაზიანებით გამოწვეულ სინდრომს, რომლის დროსაც  სახეზეა უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების: მეხსიერების, აზროვნების, ორიენტაციის, დასწავლის, მეტყველების და მსჯელობის შესაძლებლობების მრავალფეროვანი აშლილობები. ცნობიერება ამ დროს არ არის დაბინდული.  კოგნიტური ფუნქციის მოშლა ხშირად თან სდევს ან, დროდადრო, წინ უსწრებს  ემოციური კონტროლის, სოციალური ქცევისა და მოტივაციის დაქვეითება.

დემენციის   საკითხის  შესწავლას  არეგულირებს  საქართველოს,  შრომის,  ჯანმრთელობისა  და  სოციალური  დაცვის  მინისტრის  2008  წლის  18  დეკემბრის  273/0 ბრძანება,  რომლის  საფუძცელზე  მიღებულია კლინიკური  პრაქტიკის  ეროვნული  გაინდლაინი,  რომელიც  პროექტს  თან  ერთვის.

საკითხი აქტუალურია,  რადგან  პირველად, აჭარის  პოპულაციაში შესწავლილი იქნება კოგნიტური დარღვევების გავრცელებისა და გენეტიკური პოლიმორფიზმის  თავისებურებები. (გენის -APP) კვლევა  შესაძლებლობა მოგვცემს, შევისწავლოთ  აჭარის  მაცხოვრებლების   სხვადასხვა  ჯგუფში  კოგნიტური  დარღვევების  მაჩვენებელი,  განვსაზღვროთ  კოგნიტური  დარღვევბის  ხარისხი,  ფორმები   და  სახე,  ჩავატაროთ  ლაბორატორიული  კვლევები,  რათა  გამოვყოთ კოგნიტური  დარღვევებისადმი,  კერძოდ  ალცჰაიმერის  დაავადების    მგრძნობიარე ალელები და გენოტიპები, რაც მნიშვნლოვნად შეუწყობს ხელს ადრეულ დიაგნოსტიკას. დავსახავთ პრევენციის ღონისძიებებს, მკურნალობისა   და  დახმარების   სათანადო  გზებს.

კვლევა  ჩატარდება აჭარის ა/რ. ამ კვლევაში  მონაწილეობას მიიღებს აჭარის   მოსახლეობა. კერძოდ 25 წლიდან  80 წლამდე ასაკის 120 პაციენტი. კვლევაში ისინი მიიღებენ       ნებაყოფილობით მონაწილეობას, სათანადო ახსნა-განმარტების შემდეგ.პროექტის მნიშვნელობისა და აქტუალობის დასაბუთება; პროექტში განსახორციელებელი ამოცანების მეცნიერული  სიახლის აღწერა; პრობლემის ფორმულირება და სხვა. ყოველწლიურად მსოფლიოში, ჯანმო-ს მონაცემებით, დემენციის 4.6 მილიონი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. დღეს  მსოფლიოში  კოგნიტური  დარღვევების  50  მილიონი  შემთხვევაა  აღწერილი,  მაშინ  როცა 2050 წლისათვის ამ დაავადებულთა რაოდენობა 150 მილიონს გადააჭარბებს. ვფიქრობთ, მიდრეკილი ფენოტპებისა და ალელების გამოვლენა ხელს შეუწყობს გენეტიკური ფაქტორების როლის შესწავლას და უზრუნველყოფს ახალშესაძლებლობებს დაავადების დროულ დიაგნოსტიკაში.

 თემის მიზანია შევისწავლოთ კოგნიტური  დარღვევების  გავრცელების თავისებურებები აჭარისა  ა/რ მოსახლეობაში.  25 წლიდან - 80 წლამდე  ასაკის  120  პაციენტში, განვსაზღვროთ  მათი  გენეტიკური  პოლიმორფიზმი,    დაავადებათა  მიმდინარეობის  თავისებურება,მათ  შორის  ურთიერთკავშირი,   რათა  დავსახოთ  პრევენციული  ღონისძიებები. გარდა აღნიშნულისა  უნდა  განხორციელდეს:

კვლევაში გამოსაყენებელი მეთოდოლოგია: საკვლევ მასალად გამოყენებული იქნება, 25-დან 80 წლამდე ასაკის 120  პაციენტის ბიოლოგიური  მასალა- სისხლი, ,,მედცენტრის’’,  მაღალტექნოლოგიური, მრავალპროფილური სამკურნალო-დიაგნოსტიკურ სამედიცინო დაწესებულებაში,  შესაბამისი ეთიკის კომისიის დასკვნის საფუძველზე. კვლევისას  გამოყენებული იქნება  თანამედროვე მოლეკულურ-გენეტიკური მეთოდები გენომური დნმ-ას  გამოყოფის მეთოდი, გენოტიპირება რეალ-თაიმ პჯრ (TaqMan Real time PCR). _ მეთოდის გამოყენებით.

კვლევის შედეგები და განვითარების პერსპექტივა - კვლევის მოსალოდნელი შედეგების ფორმულირება; კვლევის განვითარების შესაძლებლობა გრძელვადიან პერსპექტივაში (სიტყვების მაქსიმალური რაოდენობა - 400).

 კვლევის ჩატარება  საშუალებას  მოგვცემს    ვიყოთ  პირველები  რეგიონსა  და  ქვეყანაში  პაციენტების ალცჰაიმერის დაავადების დროს   კვლევასა  და  მაღალი  რისკის  ჯგუფების  იდენტიფიცირებაში.  ასევე  გამოვავლენთ, დაავადების რისკის მაღალ ჯგუფებს, გამოვყოფთ  კლინიკურ  ფორმებს,  მისი  გავრცელებისა  და  მიმდინარეობის გენეტიკურ თავისებურებებს და დავსახავთ   პრევენციის   ღონისძიებებს.

     

 

     

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა