7-8 სექტემბერს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში გაიმართება მე-15 საერთაშორისო კონგრესი: „CUDES 2024: 15th International Congress on Current Debates in Social Sciences“. მასპინძელი უნივერსიტეტი ორგანიზებას გაუწევს კონფერენციის, დებატებისა და დისკუსიების ჩატარებას. CUDES-ი არის პლატფორმა მეცნიერებისთვის, მკვლევრებისა და სტუდენტებისათვის, რათა ჩაერთონ მნიშვნელოვან დისკურსში სოციალური მეცნიერებების თანამედროვე საკითხების განსახილველად.
კონგრესში მონაწილეობას მიიღებენ სახელისუფლებო, საგანამანათლებლო, აკადემიური/სამეცნიერო სექტორის წარმომადგენლები და ახალგაზრდა მკვლევრები, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო მასშტაბით. კონგრესში მონაწილეობას მიიღებენ: მექსიკის, ჩეხეთის, თურქეთის, სერბეთის, ჩრდილოეთ კვიპროსის, ლონდონის, გერმანიის, ბულგარეთის, საქართველოს, გაერთიანებული სამეფოს სხვადასხვა უნივერსიტეტი.
კონგრესის შესახებ ინფორმაციის დეტალურად გაცნობა და რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე: http://currentdebates.org/
https://gruni.edu.ge/main/announce/1720798986
უკან |