
10 ნოემბერს, ქუთაისში, ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართება მულტიდისციპლინური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „მდგრადი განვითარება: თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები“. კონფერენციის თანაორგანიზატორები არიან: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ევროპის უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი. კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური. კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ თანდართული ფაილი ან ეწვიეთ კონფერენციის ვებგვერდს: https://unik.edu.ge/Services/186
უკან |