სამეცნიერო კვლევები

სუბტროპიკული ხურმიდან (Diospyros Kaki L.) ახალი პროდუქტების წარმოება და ნარჩენების ვალორიზაცია

გრანტის დაფინანსების წყარო:  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: მერაბ არძენაძე, აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი   

სამეცნიერო პროექტის შემსრულებლები:

დარეჯან ჩიქოვანი(პროექტის კორდინატორი), ელენე ქამადაძე, მერი ხახუტაიშვილი, ინგა ქარცივაძე, თამარ დუნდუა(საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი).

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა:  2025-2027წ.(3წელი)

პროექტის მიზნები: ხურმის ნაყოფის გადამუშავების უნარჩენო და ეკოლოგიურად სუფთა, მეცნიერებატევადი ტექნოლოგიების შემუშავება; ბიოლოგიურად აქტიური ნაერთებით მდიდარი ახალი პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიური პროცესების პარამეტრების დადგენა; წარმოქმნილი წარმოების  ნარჩენებისათვის (მეორადი ნედლეული)  გაზოდინამიკური და ულტრაბგერითი ექსტრაქციის ტექნოლოგიის ოპტიმიზაცია, მიღებული ექსტრაქტების შესწავლა თანამედროვე ფიზიკურ-ქიმიური მეთოდებით, მათი გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა; წარმოების ნარჩენების შემცირება და მათი გარდაქმნა ეკოლოგიურად სუფთა განსაზღვრული ღირებულების მქონე ფრაგმენტებად, სამრეწველო გამოყენების ციკლური სისტემის შექმნა.

პროექტის ამოცანები:

-ხურმის ნედლეულის და მისი წარმოების ნარჩენების (მეორადი ნედლეული) ქიმიური შედგენილობის  შესწავლა;

-ხურმისა ნაყოფიდან დალექვი­სადმი მდგრადი, შესქელებული მონოსაქარიდული  ექსტრაქტის(კონცენტრატი) მიღების ტექნოლოგიური პარამეტრების შემუშავება  თბური დამუშავების  ეფექტისა და მემ­ბრანების გამოყენებით;

-ხურმის ნაყოფიდან  შესქელებული ფენოლური ექსტრაქტების (კონცენტრატი)  მიღე-ბის ტექნოლოგიური პარამეტრების შემუშავება მაღალი სიხშირის ულტრაბგერითი ექსტრაქციის  მეთოდის გამოყენებით;

-ხურმიდან პასტის მიღების ტექნოლოგიური პროცესის ოპტიმიზაცია მწკლარტე ჯიშის ნაყოფის ნახშირბადის დიოქსიდის (CO2)-ს არეში წინასწარი დაყოვნებით ;

-ექსტრაქტების მიღების შემდგომ წარმოქმნილი ხურმის ნარჩენებისათვის (მეორადი ნედლეული)  ბიოლოგიურად აქტიური ნაერთებით მდიდარი ფხვნილების  მიღების ტექნოლოგიური რეჟიმების ოპტიმიზაცია;

-მიღებული შესქელებული  ექსტრაქტებისა და  დანამატების ორგანოლეპტიკური და ქიმიური ანალიზი,  ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების რაოდენობრივი შემცველო-ბის ანტიოქსიდანტურობის განსაზღვრა და ქიმიურ შედგენილობასთან კორელაციის დადგენა.

მოსალოდნელი შედეგები

   პროექტის განხორციელების შედეგად დამუშავდება ხურმის ნაყოფის სამრეწველო გადამუშავების მეცნიერულად დასაბუთებული ტექნოლოგიები, რომლებიც საშ-უალებას მოგვცემს მიზნობრივად გამოვიყენოთ ხურმის სხვადასხვა ჯიშის ნაყოფი. ემუშავდება შესქელებული მონოსაქარიდული და ფენოლური ექსტრაქტე-ბის(კონცენტრატი) დამზადების ტექნოლოგიური პარამეტრები. ძირითად პროდუქ-ტებთან ერთად წარმოქმნილი ნარჩენებიდან მიიღება პასტა, ფხვნილი და ცუკატები. შემცირდება წარმოების ნარჩენების რაოდენობა, რის შედეგადაც გაიზრდება წარმოების გარემოზე უსაფრთხო ზემოქმედების ხარისხი.

      შეიქმნება ინტელექტუალური საკუთრება ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების ინოვაციური ტექნოლოგიის მიღების სახით. პროექტის ფარგლებში მომზადება  ორი  განაცხადი პატენტის მოპოვებაზე. გამოქვეყნდება სამი სტატია   მაღალრეიტინგულ (მათ შორის იმპაქტ-ფაქტორიან) ჟურნალებში, დაგეგმილია სამ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა. გამოქვეყნდება ორი მონოგრაფია: პირველი ელექტრონული ფორმატით (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა) და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირებისათვის (ქართულ ენაზე);  მეორე ინგლისურ ენაზე გაზოდინამიური, US ტექნოლოგიით მიღებული შედეგე-ბისათვის.

განახლებულდება უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და შეიქმნება ინოვაციური ტექნოლორიური პროცესები ახლი ,,მწვანე’’ მეთოდების (ულტრაბგერითი ექსტრაქცია, გაზოდინამიური დისპერსია-შრობა, ულტრაფილტრა-ცია) გამოყენებით, დაინერგება ფიზიკო-ქიმიური კვლევის სრულყოფილი მეთო-დოლოგია, რომელებიც ხელს შეუწყობს მომავალში უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების,  მაღალი სამეცნიერო და პრაქტიკული ღირებულების სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების განხორციელებას. პროექტის განხორ-ციელების შემთხვევაში განვითარდება მკვლევართა ჯგუფის არეალი.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა