სამეცნიერო პროექტის დასახელება: ,,სამხრეთ კოლხეთში - აჭარაში ველურად მოზარდი შეუსწავლელი და ნაკლებად შესწავლილი საკვები მცენარეების ბოტანიკური და ფარმაკოგნოსტური შესწავლა“
გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ეთერ ჯაყელი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებსიმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
სამეცნიერო პროექტის შემსრულებლები: ალიოშა ბაკურიძე, ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ბსუ-ს მოწვეული უ/მ; მარიამ მეტრეველი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი; ნათელა ვარშანიძე, ასოცირებული პროფესორი; ლაშა ბობოხიძე, დოქტორანტი; თამარ ბარათაშვილი დოქტორანტი; ანანო გოგიტიძე, ფარმაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: აპრილი, 2025 - დეკემბერი, 2026
პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა: კვლევის მიზანს წარმოადგენს აჭარის ფლორისტულ რაიონში ველურად მოზარდი ნაკლებად შესწავლილი და შეუსწავლელი საკვები მცენარეების ბოტანიკური დახასიათება, ნედლეულში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების (ბან) შემცველობის განსაზღვრა და ბან-ების ანტიბაქტერიული და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედების შესწავლა.
მიზნის მისაღწევად განსახორციელებელი ამოცანებია:
-
საკვლევი მცენარეული ობიექტების სახეობების იდენტიფიკაცია;
- საჰერბარიუმე და საექსპერიმენტო ნედლეულის დამზადება;
- საკვლევი ობიექტების ფენოლოგიური ფაზების მიმდინარეობის თავისებურებების შესწავლა-ფენოსპექტრის შედგენა;
- საკვლევი სახეობების მორფოლოგიური და ანატომიური მახასიათებლების შესწავლა;
- საკვლევი სახეობების ნედლეულის კვლევა ბიოლოგიურად აქტიური
- ნივთიერებების ძირითადი კლასების შემცველობაზე თხელფენოვანი ქრომატოგრაფიის გამოყენებით;
- საკვლევი სახეობების ნედლეულის კვლევა ბიოლოგიურად აქტიური
- ნივთიერებების შემცველობაზე აიროვანი (გაზური) ქრომატოგრაფია-
- მასსპექტრომეტრიით და მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიით;
- საკვლევი სახეობების ნედლეულიდან მიღებული ექსტრაქტების ანტიბაქტერიული
- საკვლევი სახეობების ნედლეულიდან მიღებული ექსტრაქტების ანტისიმსივნური მოქმედების შესწავლა;
- მოქმედების შესწავლა;
- კვლევის შედეგების პოპულარიზაცია მოსახლეობაში, ახალგაზრდებში (სტუდენტები, მოსწავლეები).
აქტუალობა: ველურად მოზარდი საკვები მცენარეები ოდითგან გამოიყენებოდა ჩვენი წინაპრების კვებით რაციონში. ისინი უამრავ მცენარეს იცნობდნენ და იცოდნენ მათი საკვები და ამავდროულად, სამკურნალო ღირებულება. სამწუხაროდ, ინფორმაცია ველურად მოზარდი საკვები მცენარეების სიღრმისეულ ანალიზზე წერილობით წყაროებში მწირია, ზეპირსიტყვიერი ცოდნა კი მემკვიდრული ხასიათისაა და თანდათანობით დროთა განმავლობაში დავიწყებას ეძლევა.
ცხოვრების თანამედროვე დონე გარკვეულ უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. სწორედ ამიტომ, ბოლო პერიოდში, მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა ნატურალური, ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტებისადმი და სამკურნალო საშუალებებისადმი, რისი დასტურიცაა ის, რომ მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე სულ უფრო მეტად იზრდება მცენარეული წარმოშობის სამკურნალო საშუალებათა ხვედრითი წილი, რაც გამოწვეულია მათი მაღალი ეფექტურობით, ორგანიზმის მიერ ადვილად ათვისებადობითა და გვერდითი მოვლენების სიმცირით.
ბაქტერიული ინფექციების სიმრავლემ და ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობამ, დღის წესრიგში დააყენა ახალი, ბუნებრივი ანტიბაქტერიული საშუალებეის ძიება.
დღეისათვის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება ავთვისებიანი სიმსივნე. ონკოლოგიურ პრაქტიკაში ამჟამად გამოყენებულ მრავალრიცხოვან ქიმიოთერაპიულ საშუალებებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ნატურალურ, სამკურნალო მცენარეული ნედლეულიდან მიღებულ სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედების შენაერთებსა და მათ წარმოებულებს. ამიტომაცაა განსაკუთრებულად აქტუალური ახალი, ეფექტური სიმსივნის საწინააღმდეგო მცენარეული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ძიება.
სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები: კვლევის შედეგად დადგენილი იქნება აჭარაში მოზარდი ველური საკვები მცენარეების გავრცელების თავისებურებები, აღწერილი იქნება მათი ბოტანიკური დახასიათება, ნედლეულის დამზადების წესები; შესწავლილი იქნება ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების შემცველობა და ამ ნაერთების ბიოლოგიური აქტიურობის ხარისხი ადამიანის სხვადასხვა დაავადების გამომწვევ ბაქტერიულ პათოგენებთან მიმართებაში, მათი ანტისიმსივნური ეფექტი. კერძოდ, კვლევის შედეგად, გამოვლენილი იქნება ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების შემცველი სახეობების მოქმედების ხარისხი ადამიანის სიმსივნის უჯრედულ ხაზებთან მიმართებაში: ადამიანის ფილტვის, სარძევე ჯირკვლის, სწორი ნაწლავის უჯრედულ კულტურებზე, მათი ნედლეულის ექსტრაქტების ციტოტოქსიკური მოქმედება უჯრედული ხაზების ანტიპროლიფერაციული ინჰიბირების კუთხით; ასევე, ექსტრაქტების აქტივობა ადამიანის სხვადასხვა დაავადების გამომწვევ ბაქტერიულ მიკროორგანიზმებთან მიმართებაში, რომლებიც იწვევენ ადამიანის სხვადასხვა შინაგან დაავადებას სავალალო შედეგებით.
სამხრეთ კოლხეთში, აჭარაში, ველურად მოზარდი საკვები მცენარეების სახეობების მრავალფეროვნების დადგენის, ბოტანიკური და ფარმაკოგნოსტური შესწავლის შედეგად გამოვლინდება ახალი სასწავლო და სამეცნიერო ღირებულების თანამედროვე ინფორმაცია ბოტანიკოსებისთვის, ბიოლოგებისა და ფარმაკოგნოსტებისთვის, რომელიც თავისთავად მნიშვნელოვანია სამედიცინო დარგისთვის ახალი სამკურნალო მცენარეების გამოვლენისა და შემდგომი მიზანმიმართული შესწავლისთვის: მოხდება აღმოჩენილი ნაერთების სპეციფიკურ ქიმიურ სტრუქტურებზე დაფუძნებული ახალი წამლების დიზაინისა და განვითარების გზების განსაზღვრა, რასაც დიდი მნიშვნელობა ექნება სამედიცინო პრაქტიკაში გამოყენების მიზნით.
უკან |