სამეცნიერო კვლევები

შეპირისპირებითი ლინგვისტური კულტუროლოგია (ქართული, ინგლისური, ფრანგული და გერმანული ენების ბაზაზე)

სამეცნიერო პროექტის დასახელება:  ,,შეპირისპირებითი ლინგვისტური კულტუროლოგია (ქართული, ინგლისური, ფრანგული და გერმანული ენების ბაზაზე)

გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: პროფესორი ირინე გოშხეთელიანი 

სამეცნიერო პროექტის შემსრულებლები:

  1. პროფესორი ნატალია სურგულაძე,
  2. პროფესორი მაია კიკვაძე,
  3. ასოცირებული პროფესორი თეონა ბერიძე,
  4. სტუდენტი/მაგისტრი ცირა კახაძე 

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა:  2/04/2025---15/12/2016

პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა:

შეპირისპირებითი ლინგვისტური კულტუროლოგიის კვლევა საკმაოდ აქტუალურია, რადგან ის ითვალისწინებს რამდენიმე ენის–ქართული, ინგლისური, ფრანგული, გერმანული –შეპირისპირების საკითხს. ის შეისწავლის, თუ როგორ აისახება ამ ენებში ქართველი, ინგლისელი, ფრანგი და გერმანელი ხალხების კულტურული თავისებურებები, ტრადიციები, ეროვნული იდენტობა, ღირებულებები, რწმენა, იუმორის გრძნობა და ა.შ.  

ჩვენი ამოცანებია:

1) განვსაზღვროთ შეპირისპირებითი ლინგვისტური კულტუროლოგიის არსი;

2) დავადგინოთ შეპირისპირებითი ლინგვისტური კულტუროლოგიის ძირითადი პრინციპები;

3) განვსაზღვროთ შეპირისპირებითი ლინგვისტური კულტუროლოგიის საბაზისო ცნებები ოთხივე ენაში, მოვახდინოთ მათი ურთიერთობის იდენტიფიცირება და აღწერა;

4) გავაანალიზოთ შეპირისპირებითი ლინგვისტური კულტუროლოგიის საკვლევი ობიექტები, კერძოდ, ფრაზეოლოგიზმები და ანდაზები;

5) გამოვავლინოთ და გავაანალიზოთ შეპირისპირებითი ლინგვისტური კულტუროლოგიური კვლევების ხასიათის განმსაზღვრელი ძირითადი პარამეტრები. მაგალითად, სოციალური, კულტურული და ისტორიული მოვლენების გავლენა ენის ფრაზეოლოგიურ ფონდზე და ანდაზებზე.

6) გამოვავლინოთ ქართული ფრაზეოლოგიზმები და ანდაზები, რომლებსაც ანალოგები აქვთ ინგლისურ, ფრანგულ ან გერმანულ ენებში და დავაჯგუფოთ ისინი თემატურად;

7) შევქმნათ მონოგრაფიის ელექტრონული და ბეჭდური ვერსია, რომელშიც ასახული იქნება ჩვენ მიერ ჩატარებული ქართული, ინგლისური, ფრანგული და გერმანული ენების (კერძოდ, ფრაზეოლოგიზმების, ანდაზების) და კულტურის შეპირისპირებითი კვლევა.

სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები:

  • გამოქვეყნდება მონოგრაფია ელექტრონული და ბეჭდური სახით, რომელსაც გარდა თეორიული მნიშვნელობისა, ექნება პრაქტიკული ღირებულება, კერძოდ, დანართის სახით წარმოდგენილი იქნება თემატურად სისტემატიზებული  ემპირიული მასალა ოთხივე ენაში.
  • შეპირისპირებითი ლინგვისტური და კულტუროლოგიური კვლევები შესაძლებელს გახდის გამოვლინდეს ოთხი ენისა და კულტურის მსგავსება და განსხვავებები, რაც შემდგომი კვლევის დროს დაგვეხმარება სხვა ენობრივი ერთეულების შესწავლაში. 
  •  დაწვრილებით იქნება შესწავლილი როგორ ხდება ქართველების, ინგლისელების, ფრანგების და გერმანელების  მიერ სამყაროს ენობრივი სურათის აღქმა და როგორ აისახება ეს ენაში. ეს არის სურათი, რომელიც გვიჩვენებს ერის ან ინდივიდის მიერ მშობლიური ენის პრიზმაში ასახულ ხედვას, რომელსაც შესაძლებელია შესატყვისი ჰქონდეს სხვა ენებშიც.
  • შეპირისპირებით ლინგვისტურ კულტუროლოგიას, რომელიც წარმოიშვა ლინგვოკულტუროლოგიისა და შეპირისპირებითი ლინგვისტიკის მიჯნაზე, აქვს განვითარების დიდი პერსპექტივები და საერთაშორისო მნიშვნელობა. ჩვენ მიერ ოთხი ენის საფუძველზე შესრულებული კვლევა ხელს შეუწყობს კულტურათა შორის ურთიერთობისა და დიალოგის გაღრმავებას.
  •    ფრაზეოლოგიზმებისა და ანდაზების მსგავსებისა და განსხვავებების შესწავლით საშუალება მოგვეცემა გამოვავლინოთ ის ერთეულები, რომლებსაც მსგავსი ლექსიკური, სემანტიკური და პრაგმატიკული სტრუქტურა აქვთ. ეს კვლევა გაუადვილებს ნებისმიერი ენის შემსწავლელს მშობლიურ ენაზე დაყრდნობით მოიძიოს  შესატყვისები სხვა ენებში.
  • მომზადდება მაგისტრები და დოქტორანტები, რომელთა ნაშრომებში გამოყენებული იქნება კვლევის ძირითადი მიმართულებები.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა