სამეცნიერო პროექტის დასახელება: “დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში გავრცელებული ხურმის ძირითადი დაავადებების შესწავლა დღევანდელი კლიმატური ცვლილებების ფონზე”.
გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ნანა ჯაბნიძე
სამეცნიერო პროექტის შემსრულებლები: ნანა ჯაბნიძე, ლამზირი გორგილაძე, რუსუდან დუმბაძე, სოსო მეფარიშვილი, სტუდენტი-ქეთევან ჟორჟოლიანი.
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 02.04.2025 -30.08.2026
პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა:
აქტუალობა: მოსახლეობის ზრდისა და გლობალური კლიმატური ცვალებადობიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია იმ დარგების პერსპექტივები, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენს ჯანმრთელობასთან და რომელთა არსებობა და განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი ასეთი დარგი არის სოფლის მეურნეობა, სადაც ერთ-ერთი წამყვან მიმართულებად კი მიჩნეულია სუბტროპიკული მემცენარეობა. სუბტროპიკულ მცენარეთა მნიშვნელოვანი რაოდენ ობით გავრცელება შედარებით უფრო გვიანდელ პერიოდს ეკუთვნის. ზოგიერთი მათგანი ჩვენში ახლაც ველურ ფორმაშია გავრცელებული. ასე მაგალითად: საქართველოში დღესაც შერჩენილია დაფნის, ბროწეულის, კაკლის, თხილის, წაბლის, ნუშის, უნაბის და კავკასიური ხურმის ბუ ნებრივი ტყეები და ცალკეული ნარგაობანი. სუბტროპიკული კულტურები გვაძლევს კვებისათ ვის აუცილებელ ძვირფას და სასარგებლო პროდუქტებს, სამკურნალო ნივთიერებებს, ხოლო მრეწველობის რიგი წამყვანი დარგებისათვის _ ძვირფას ნედლეულს. სუბტროპიკულ მემცენარეობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხეხილოვანი კულტურა სუბტროპიკული ხურმაა, რომელსაც სამრეწველო და ეკონომიკური მნიშვნელობა გააჩნია. http://agrosc.ge/uploads/subtropikuli%20xurma.pdf ხურმის კულტურა მოთხოვნადია მსოფლიო ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი მაღალი კვებითი ღირებულებებით. ის მნიშვნელოვანი რა ოდენობით შეიცავს ადამიანისათვის ისეთ ძვირფას და საჭირო ნივთიერებებს, როგორიცაა მინერალური მარილები, ვიტამინები, ნახშირწყლები, ორგანული მჟავეები და სხვა. როგორც სხვა სუბტროპიკული კულტურების, ასევე ხურმის ინტროდუქცია დღესაც გრძელდება და შესაბამისად არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ აღნიშნულ კულტურაზე მავნე ორგანიზმების გავრცელებამ შეიძლება შეამციროს მოსავლის რაოდენობა და ხარისხი, რასაც ეკონომიკური ზარალი მოსდევს. ლიტერატურული მონაცემებიდან ჩანს, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში ხურმის მცენარეებზე ფართოდაა გავრცელებული დაავადებები, რომლებიც ადრე დიდი ზიანის მომტანი არ იყვნენ, თუმცა დღეს-დღეობით უარყოფითად მოქმედებენ მოსავალზე. ინფორმაცია სხვადასხვა დაავადების შესახებ გვხვდება ყველა იმ რეგიონში, სადაც ხურმა იწარმოება, მაგ. სამხრეთ აფრიკაში, ჩინეთში, შეერთებულ შტატებში, ინდოეთსა, ტაივანში, ბრაზილიაში. საქართველოში ხურმის დაავადებები პირველად ნაპოვნია ბათუმის მიდამოებში 1903 წელს. ყანჩაველის (1945, 1960) ცნობით ხურმაზე აღმოჩენილია დაავადებები, რომლებიც მავნეობითა და საკმაო გავრცელებით გამოირჩევა, მათ შორის აღსანიშნავია ქეცი (Fusicladium lelieri), რომელიც აავადებს როგორც კავკასიურ, ისე სუბტროპიკული ხურმის ფოთლებს, ყლორტებს და ნაყოფებს (1945, 1960). https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/6188/1/Churgulia_Shurgulia_M.pdf ხურმის დაავადებებზე დეტალური კვლევა 2008 წლის https://agroculture.ge/articles/view/9 შემდეგ საქართველოში არ განხორციელებულა. იქედან გამომდინარე, რომ ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში ბოლო წლებში გაიზარდა ფერმერთა და აგროსერვისცენტრების მომართვიანობა ხურმის დაავადებებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მეტად მნიშვნელოვანი გახდა ხურმის დაავადებების გამოვლენა და შესწავლა, ასევე კლიმატური ცვლილებების ფონზე დაავადებათა დღევანდელი მდგომარეობის შედარება გასულ წლების მონაცემებთან. პროექტის სამეცნიერო სიახლე იქნება მონიტორინგის შედეგად ახალი, მათ შორის საქართველოში დაურეგისტრირებელი საკარანტინო მიკროორგანიზმების გამოვლენა და იდენტიფიკაცია. ასევე ფერმერებისთვის და აღნიშნული პრობლემით დაინტერესებული პირებისთვის რეკომენდაციის გაწევა ხურმის დაავადებების მართვაში.
მიზანი და ამოცანები: კვლევის მიზანს წარმოადგენს დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში გავრცელებული ხურმის დაავადებების ჯერ კიდევ ჩვენში დაურეგისტრირებელი საკარანტინო მიკროორგანიზმების გამოვლენა, შესწავლა და იდენტიფიკაცია. ასევე კლიმატური ცვლილებების ფონზე დაავადებათა დღევანდელი მდგომარეობის შედარება გასულ წლების მონაცემებთან, რაც ხელს შეუწყობს ხურმის დაავადებების შემდგომ ეფექტურ მართვას. პროექტის მიზნების მისაღწევად კვლევა განხორციელდება შემდეგი კონკრეტული ამოცანებისა და შესაბამისი აქტივობების მიხედვით: ამოცანა 1. ხურმის დაავადებების გავრცელების არეალის და ინტენსივობის დადგენა დას. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (აჭარა, გურია, სამეგრელო). აქტივობა 1.1. ხურმის მცენარის დაავადებების გამოკვლევა საველე ექსპედიციების საშუალებით ვეგეტაციისა და მსხმოიარობის პერიოდში. აქტივობა 1.2. დაავადებული ნიმუშების შეგროვება და რეგისტრაცია. ამოცანა 2. ხურმის დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმების იდენტიფიკაცია. აქტივობა 2.1. გამოყოფილი მიკრობიოლოგიური მეთოდებით; მიკროორგანიზმების იდენტიფიცირება კლასიკური აქტივობა 2.2. გამოყოფილი მიკროორგანიზმების იდენტიფიცირება მოლეკულური ბიოლოგიის (პჯრ) მეთოდით. ამოცანა 3. პათოგენთა კოლექციის შევსება, იდენტიფიცირებული შტამების შენახვა. აქტივობა 3.1. პათოგენთა მორფოლოგიური და კულტურალური თვისებების შესწავლა; აქტივობა 3.2. იდენტიფიცირებული შტამების პასპორტიზაცია.
სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
ხურმის მცენარეთა დაავადებების დეტალური კვლევა საქართველოში დღემდე არ მომხდარა, აქედან გამომდინარე, აღნიშნული პროექტის დაფინანსებისა და მისი განხორციელების შედეგად, შესაძლებელი გახდება დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში არსებული ხურმის მცენარეებზე გავრცელებული მავნეობით გამორჩეული დაავადებების გამოვლენა, რომელიც მოგვცემს მაქსიმალურად სრულყოფილ ინფორმაციას დაავადების განვითარებასთან დაკავშირებულ ნაცნობ და აქამდე უცნობ მიკროორგანიზმთა შესახებ. ამ დაავადების სიღრმისეული შესწავლა მომავალში მისი კონტროლის გზების საძიებლად, მეტად აქტუალური და მნიშვნელოვანია. საპროექტო წინადადების ფარგლებში საველე ექსპედიციების საშუალებით დაავადებათა გამოკვლევა მოხდება მცენარეების ვეგეტაციისა და მოსავლის აღების პერიოდში, პარალელურად დადგინდება ხურმის ნარგაობების გავრცელების არეალი. დაავადებების გავრცელება დაფიქსირდება ჯპს მონაცემებით, რაც საშუალებას მოგვცემს შევქმნათ დასავლეთ საქართველოში დაავადებების გავრცელების რუკა. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება აღნიშნული საკითხით დაინტერესებული პირებისთვის, სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის, ასევე ამავე დარგში მოღვაწე მეცნიერებთან სამომავლო თანამშრომლობისთვის. საბოლოო ჯამში, წარმოდგენილი პროექტის დაფინანსების შემთხვევაში შესაძლებელი გახდება, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობის გაუმჯობესება და განვითარება. პროექტის განხორციელების პერიოდში საკარანტინო და საქართველოში დაურეგისტრირებელი დაავადების დიაგნოსტიკის შემთხვევაში, მიღებული ინფორმაცია მიეწოდება სურსათის ეროვნულ სააგენტოს. კვლევის შედეგები გამოქვეყნდება რეფერირებულ სამეცნიერო ჟურნალში და ამ გზით დაცული იქნება ავტორთა ინტელექტუალური საკუთრება.
უკან |