სამეცნიერო კვლევები

კრიზისების მიმართ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის გამძლეობის ანალიზი

სამეცნიერო პროექტის დასახელება:  კრიზისების მიმართ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის გამძლეობის ანალიზი

გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი:  პაატა ჩაგანავა

სამეცნიერო პროექტის შემსრულებლები: ირაკლი კორძაია, ეკატერინე ბახტაძე, თინათინ გოგოლიშვილი, ქეთევან მგელაძე, ჟანა ჩხიკვაძე

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა:  01.04.2025 – 31.03.2026

პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა: ტურიზმის უნარზე, სწრაფად გამოვიდეს კრიზისიდან, ბევრს ლაპარაკობენ. მიუხედავად ამისა აკადემიურ ლიტერატურაში, ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციების პრეს-რელიზებში ნაკლებად ფიქსირდება ამ მტკიცების რაოდენობრივი მახასიათებლები. კვლევებში, რომლებიც ცდილობენ კრიზისიდან ტურიზმის აღდგენის პროცესის რაოდენობრივ აღწერას, ფიქსირდება აღდგენის პერიოდის საკმაოდ დიდი მრავალფეროვნება, გამომდინარე კრიზისის ხასიათიდან, მასშტაბიდან, გავლენის სიმძიმიდან და სხვა ფაქტორებიდან. ეს პერიოდი სხვადასხვა კვლევებსა და შემთხვევებში იცვლება ერთი თვიდან რამდენიმე წლამდე. შესაბამისად, იმისთვის, რომ ტურიზმს კრიზისიდან სწრაფად გამოსვლის ინსტრუმენტი უწოდო, მტკიცებულებები არც ისე ბევრია. ამავე დროს, საქართველოში ტურიზმის განვითარების უახლესი ისტორიის მიმოხილვა იძლევა გარკვეულ საფუძველს იმის მტკიცებისთვის, რომ ტურიზმს შესაძლოა მართლა გააჩნდეს უნარი, სწრაფად გამოვიდეს კრიზისიდან.

კვლევის მიზანს წარმოადგენს კრიზისის პერიოდში საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ქცევის აღწერა და კრიზისის პერიოდში ტურიზმის სფეროში მოქმედი კომპანიის მენეჯმენტის ეფექტიანობის ამაღლების მიმართულებების ჩამოყალიბება.

კვლევის ამოცანები შემდეგში მდგომარეობს:

1. თეორიული მოდელის ჩამოყალიბება, რომელიც აღწერს მეწარმის ქცევას კრიზისის პერიოდში. მეწარმეებთან დაღრმავებული ინტერვიუსთვის სადისკუსიო გეგმის შემუშავება, შერჩევის კონკრეტული ობიექტების იდენტიფიკაცია.  

2. ინტერვიუების განხორციელება.

3. საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში მოქმედი მეწარმეების კრიზისულ პერიოდში ქცევის მოდელის ჩამოყალიბება. ძირითადი პრობლემების გამოვლენა.

4. საქართველოს ტურისტული დანიშნულების ადგილის სასიცოცხლო ციკლის კრიზისებთან კავშირის რაოდენობრივი აღწერისთვის აუცილებელი მონაცემების მოგროვება.

5. სასიცოცხლო ციკლის და კრიზისების დამოკიდებულების აღწერა.

6. კრიზისის პერიოდში ტურიზმის ინდუსტრიაში მოქმედი კომპანიის მართვის ეფექტიანობის ამაღლების მიმართულებების შემუშავება.

7. თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით მიღებული შედეგების სანდოობის შემოწმება.

სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები: კვლევის პროცესში მოსალოდნელია შემდეგი შედეგების მიღება: 

1. შეიქმნება კრიზისების მართვის თეორიული მოდელი ტურიზმის ინდუსტრიაში მოქმედი კომპანიებისთვის; 

2. გამოვლინდება საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიაში მოქმედ კომპანიებში სხვადასხვა ტიპის კრიზისების მართვის სპეციფიკური მახასიათებლები, ტურიზმის ინდუსტრიის რეაგირება კრიზისებზე აღიწერება რაოდენობრივად. შემოწმდება ჰიპოთეზა კრიზისების მართვის ქართული გამოცდილების მნიშვნელობის შესახებ; 

3. გამოვლინდება ძირითადი პრობლემები, რომლებსაც ხვდება საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში მოქმედი კომპანიები კრიზისების მართვის პროცესში; 

4. შეიქმნება საქართველოს, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის სასიცოცხლო ციკლის  თეორიული მოდელი. კრიზისებს და სასიცოცხლო ციკლის ფაზებს შორის კავშირი აღიწერება რაოდენობრივად. შემოწმდება ჰიპოთეზა კრიზისების ხანგრძლივობის და გავლენის კავშირზე სასიცოცხლო ციკლის ფაზებთან; 

5. ჩამოყალიბდება მიმართულებები, გადაწყვეტილებათა ჯაჭვი, მართვის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ კრიზისების მართვის ეფექტიანობის ზრდას საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიაში;

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა