სამეცნიერო კვლევები

წყლის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესწავლა ბათუმის სტომატოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების სტომატოლოგიურ დანადგარებში

სამეცნიერო პროექტის დასახელება: წყლის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესწავლა ბათუმის სტომატოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების სტომატოლოგიურ დანადგარებში

გრანტის დაფინანსების წყარო:  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი:  ფრიდონ ჯაფარიძე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტომატოლოგიის დარგობრივი დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი.

კონსულტანტი

მზია ბაქრაძე,  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტომატოლოგიის დარგობრივი დეპარტამენტის პროფესორი;

სამეცნიერო პროექტის შემსრულებლები:

მარიამ გოგოტიშვილი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტომატოლოგიის დარგობრივი დეპარტამენტის  ასისტენტ-პროფესორი;

ელისო სურმანიძე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტომატოლოგიის დარგობრივი დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი;

მირანდა მგელაძე,  სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტი;

ლანა ცხადაძე,  სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტი;

იამზე ნატარიძე,  სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტი;

ეკა ფუტკარაძე, სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტი.

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა:

11.04.2025წ. – 30.09.2026წ.

პროექტის მიზანი

კვლევის მიზანია ბათუმის სტომატოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების სტომატოლოგიურ დანადგარებში წყლის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების განსაზღვრა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

ამოცანები

  • სტომატოლოგიური დანადგარების წყლის სისტემების თავისებურებების შესწავლა ბათუმის სტომატოლოგიური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში;
  • სტომატოლოგიურ დანადგარებიდან აღებული წყლის მიკრობიოლოგიური ანალიზი;
  • სტომატოლოგიურ დანადგარებში წყლის უკუშეწოვის მაჩვენებლების განსაზღვრა;
  • სტომატოლოგიურ დანადგარების წყლის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლებისა და უკუშეწოვის მაჩვენებლებს შორის ურთიერთკავშირის დადგენა კვლევის შედეგების საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება

აქტუალობა:

სტომატოლოგიური კლინიკური პროცედურების: სქეილინგი, ნადების მოცილება ჰაერ-ჭავლოვანი მეთოდით, კბილის მაგარი ქსოვილების პრეპარირება ხელოვნური გვირგვინისათვის, კბილის ამოღება ქირურგიული მეთოდით და სხვ. მანიპულაციების დროს შესაძლებელია დაზიანდეს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის მთლიანობა, წყალში არსებულმა მიკროორგანიზმებმა შეაღწიონ პ/ღ ლორწოვანი გარსის სტერილურ გარემოში და გამოიწვიონ სხვადასხვა სახის ინფექციები, განსაკუთრებით იმუნოსუპრესიულ პაციენტებში.

ასევე მილების დაბინძურება შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც ანტირეტრაქციის სარქველები არ არსებობს ან არ ფუნქციონირებს, ამ დროს მოქმედებს „უკუშეწოვის“ ფენომენი და შესაძლებელია პირის ღრუდან სითხეების ნაწილი ისევ წყლის მილებში დაბრუნდეს. ამ დროს ჩნდება ჯვარედინი დაინფიცირების რისკი.

სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები:

კვლევების შედეგად განვსაზღვრავთ საკვლევი ობიექტებში წყლის მიკრობიოლოგიურ და „უკუშეწოვის“ მაჩვენებლებს, მათ შორის ურთიერთდამოკიდებულებას. ნაკლებად სავარაუდოა საკვლევ არეალში არსებული სტომატოლოგიური სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში განთავსებული სტომატოლოგიური დანადგარის წყლის სისტემების წყალმა სრულად დააკმაყოფილოს სტანდარტის მოთხოვნები. შედეგები საშუალებას მოგვცემს შეფასდეს სტომატოლოგიური დანადგარების წყლის ხარისხი და შემუშავდეს შესაბამისი რეკომენდაციები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა