სამეცნიერო კვლევები

ლაზერით ინდუცირებული პლაზმის (LIP) კვლევა მაღალი გარჩევადობის სპექტროსკოპიული ანალიზის საფუძველზე: მეთოდოლოგია, აპარატურული ინტეგრაცია და გამოყენება

სამეცნიერო პროექტის დასახელება:  ,,ლაზერით ინდუცირებული პლაზმის (LIP) კვლევა მაღალი გარჩევადობის სპექტროსკოპიული ანალიზის საფუძველზე: მეთოდოლოგია, აპარატურული ინტეგრაცია და გამოყენება“

გრანტის დაფინანსების წყარო: სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ჯაბა შაინიძე - ფიზიკის დოქტორი

ფიზიკის დეპარტამენტის მოწვეული უფროსი მასწავლებელი,  ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

სამეცნიერო პროექტის შემსრულებლები: ნუგზარ ღომიძე - ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი, კონსულტანტი; მირანდა ხაჯიშვილი - ფიზიკის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი, ძირითადი პერსონალი; დავით ჯაკობია - ფიზიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი, დამხმარე პერსონალი; ჯემალ სურმანიძე - კომპიუტერულ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამის 2-ე კურსის სტუდენტი, დამხმარე პერსონალი.

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა:  02.04.2025 - 30.12.2025

პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა:

კვლევის მიზნები

LIP-ის საფუძველზე მაღალი სიზუსტის სპექტროსკოპიული მეთოდოლოგიის შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს:

  • მყარხეულოვანი ნივთიერების ელემენტური შემადგენლობის სწრაფი იდენტიფიცირება
  • პორტატული სპექტრომეტრიული სისტემის შემუშავება
  • მონაცემთა ანალიზის თანამედროვე მეთოდების განვითარება
  • სპექტრული მონაცემთა ბაზის შექმნა

კვლევის სიახლე და აქტუალობა

LIP-ის სპექტროსკოპიის კვლევა ბოლო წლებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, თუმცა ჯერ კიდევ არ არსებობს უნივერსალური პორტატული სისტემა, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს:

  1. მაღალი გარჩევადობის სპექტრული ანალიზს
  2. მონაცემთა რეალურ დროში დამუშავებას
  3. ციფრული ფილტრების ინტეგრაციას

ამ პროექტის ფარგლებში იგეგმება LIP-ის გამოყენების მრავალფუნქციური მოდელის შექმნა, რომელიც შეიძლება ადაპტირდეს სხვადასხვა სამეცნიერო და ტექნოლოგიურ საჭიროებებზე​​.

ამ პროცესების მოდელირებისთვის ჩვენ ვეყრდნობით რამდენიმე ამოცანას:

ამოცანა 1. პლაზმის თერმოდინამიკური და ჰიდროდინამიკური მოდელების შექმნა, რომლებიც აღწერს LIP-ის გაფართოებას დროის ფუნცქციად.

ამოცანა 2. ნეირონული ქსელების განვითარება, რომელიც LIBS სპექტრალური მონაცემების ავტომატურ კლასიფიკაციას უზრუნველყოფს.

ამოცანა 3. სპექტრული მონაცემთა დამუშავების ახალი მეთოდის შემუშავება, რომელიც LIBS-ის მონაცემების სიზუსტეს გაზრდის.

ამოცანა 4. ალგორითმული მიდგომის შექმნა, რომელიც LIP-ის ექსპერიმენტების ოპტიმალურ პირობებს განსაზღვრავს.

ამოცანა 5. LIBS-ის მონაცემთა ავტომატური დამუშავებისა და ანალიზის სისტემა.

სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები:

  • LIP ტექნოლოგიის გაუმჯობესება – ზუსტი ელემენტური ანალიზისთვის.
  • მაღალი სიზუსტის პორტატული სპექტრომეტრის შექმნა.
  • სპექტროსკოპიული მონაცემების ეფექტური მოდელირება და ოპტიმიზაცია.
  • კვლევის შედეგების პუბლიკაცია მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში

პროექტის შედეგები აისახება მაღალრეიტინგულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში და წარდგება მაღალი დონის თემატურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე.

ჩვენი ჯგუფი ცდილობს შექმნას კომპლექსური ინტერდისციპლინარული ამოცანების ეფექტური და ექსპრესული სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, ეტაპობრივად შეძენილი ლაბორატორიული აღჭურვილობით, გამზომი ხელსაწყოებით და პროგრამული უზრუნველყოფით, აგრეთვე დაგროვილი ცოდნით და აპრობირებული მეთოდებით, ასევე გამოცდილებით, რაც საჭიროა სამეცნიერო პროდუქციის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობისათვის, პოპულარიზაციისათვის და დანერგვისათვის.

პროექტის განხორციელების მოსალოდნელი შედეგების სამეცნიერო ღირებულება ქვეყნისთვის, კონკრეტული რეგიონისთვის, დარგისათვის; პროექტის დასრულების შემდეგ დაწყებული საქმიანობის გაგრძელების პერსპექტივაა.       

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა