სამეცნიერო კვლევები

დონორთა სისხლის რეგიონალური იმუნოგენეტიკური მახასიათებლების შეფასება (აჭარის რეგიონის მაგალითზე)

სამეცნიერო პროექტი - მაგისტრანტთა სასწავლო–კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსის გამარჯვებული პროექტი „დონორთა სისხლის რეგიონალური იმუნოგენეტიკური მახასიათებლების შეფასება (აჭარის რეგიონის მაგალითზე)“

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი მარინა ნაგერვაძე

კონსულტანტი - ასოცირებული პროფესორი ლეილა ახვლედიანი

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი - მაგისტრანტი თამარ გორგოშაძე

სამეცნიერო პროექტის დაფინანსების წყარო - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა - 2016 წ.

სამეცნიერო პროექტის მიზანი - დონორთა სისხლის შესწავლა ერითროციტური ჯგუფური ანტიგენების მიხედვით და მათი  რეგიონალური იმუნოგენეტიკური მახასიათებლების შეფასება.

სამეცნიერო პროექტის ამოცანები:

• ABO სისტემის ანტიგენების (A, B, AB) გამოკვლევა დონორთა სისხლში.
• A ანტიგენის ქვეჯგუფების დადგენა
• ბუნებრივი ანტი - A და ანტი- B ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრა
• იმუნური ანტი - A და ანტი- B ანტისხეულების გამოვლენა და მათი ტიტრის განსაზღვრა დონორებში
• რეზუს სიტემის ანტიგენების (C, Cw, c,D, Du, E, e) სკრინინგი დონორთა სისხლში
• რეზუს სისტემის ფენო- და გენოტიპირება;
• რეზუს ფენოტიპირების შეფასება გენდერული კუთვნილების მიხედვით
• დონორ ქალებში ანტირეზუსული ანტისხეულების განსაზღვრა და D ანტიგენით გამოწვეული ალლოიმუნიზაციის ინდექსის შეფასება
• ანტი-D ანტისხეულების სკრინინგი და მათი ტიტრის დადგენა
• Kell ანტიგენური სისტემის შესწავლა და ფენოტიპირება დონორებში
• ABO, Rh და Kell სისტემის ფენოტიპების ურთიერთდამოკიდებულების განსაზღვრა;

სამეცნიერო პროექტის შედეგები - მომზადდა სამაგისტრო ნაშრომი. მაგისტრანტმა მონაწილეობა მიიღო ორ კონფერენციაში (1. 2016 წლის 26-28 თებერვალი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 75 წლისადმი მიძღვნილი ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია. ბაკურიანი; 2.  მედიკოსთა ტრადიციული 39-ე საერთაშორისო სკოლა-კონფერენცია „თანამედროვე კლინიკური მედიცინა, მიღწევები და უახლესი ტექნოლოგიები“2016. ბაკურიანი.)
გრანტის განხორციელების ადგილი: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა