სამეცნიერო პროექტი - აჭარა-გურიაში გავრცელებული ციტრუსოვანთა პერსპექტიული ჯიშებისა და კლონების შერჩევა სადედე-საკოლექ¬ციო ბაღების მოწყობის,Gგენოფონდის შენარ-ჩუნებისა და შემდგომი გამოყენების მიზნით (GNSF/ST08/8-521)
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი - პროფესორი დავით ბარათაშვილი
სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი - მთავრი მეცნიერი თანამშრომელი ნელი ხალვაში, მთავრი მეცნიერი თანამშრომელი ავთანდილ მესხიძე, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორი გურამ მემარნე, ასოცირებული
პროფესორი შოთა ლამპარაძე, ბიძინა ფერცელიძე, მეცნიერი თანამშრომელი დალი ქამადაძე
სამეცნიერო პროექტის დაფინანსების წყარო - საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა - 2009-2011 წწ.
სამეცნიერო პროექტის მიზანი - ქობულეთისა და ხელვაჩაურის რაიონების ფერმერულ მეურნეობებში საადრეო მანდარინის ტიახარა უნშიუს სადედე-საჩვენებელი ბაღების გაშენება. მანდარინის საადრეო ჯიშის ტიახარა უნშიუს1000 ძირი ელიტური სარგავი მასალის გამოყვანა და აჭარის რეგიონის ფერმერთათვის უსასყიდლოდ გადაცემა. ქობულეთისა და ხელვაჩაურის რაიონების ფერმერულ მეურნეობებში წინასწარ შერჩეულ 3 ჰაფართობზე (16 ფერმერთან) მანდარინის ტიახარა უნშიუს სადედე-საჩვენებელი ბაღის გაშენება. ციტრუსოვანთა პერსპექტიული ჯიშების გამოვლენა და უნივერსიტეტის სასწავლო საცდელ ბაზაზე საკოლექციო ნაკვეთის მოწყობა და პერსპექტიულ ჯიშებთან დაკავშირებით სამეცნიერო ბროშურის მომზადება/გამოცემა.
სამეცნიერო პროექტის შედეგი:
- გამოყვანილი იქნა მანდარინის საადრეო ჯიშის ტიახარა უნშიუს 1000 ძირი ელიტური სარგავი მასალა;
- ქობულეთისა და ხელვაჩაურის რაიონის ციტრუსოვანთა ფერმერულ მეურნეობებში გაშენდა საადრეო მანდარინ ტიახარა უნშიუს 16 სადედე-საჩვენებელი ბაღი (3 ჰა ფართობზე);
- შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასოფლო სამეურნეო ფაკულტეტის ყოფილ სასწავლო საცდელ ნაკვეთზე 0,9 ჰა ფართობზე მოეწყო სადედე-საკოლექციო ბაღი;
- გამოვლენილი და გამრავლებული იქნა Citrus-ის და Fortunella-ს გვარის 50 ჯიში, ჰიბრიდი და კლონური ფორმა (ნაცვლად პროგრამით გათვალისწინებული 23 ჯიშისა);
- სატელევიზიო ეთერისა და სადემონსტრაციო დღეების საშუალებით განხორციელდა მანდარინის საადრეო ჯიშის ტიახარა უნშიუს პოპულარიზაცია, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მანდარინის საადრეო ჯიშებისადმი მოსახლეობის დაინტერესებას;
- გამოქვეყნდა 4 სამეცნიერო სტატია;
- გრანტის სახსრებით მომზადდა და გამოიცა სამეცნიერო ბროშურა: ,,ნარინ-ჯოვანთაპერსპექტიულიჯიშებიდაფორმები” ბათუმი, 2010 წელი (36 გვ);
-
ანოტაცია: ნაშრომში აღწერილია ციტრუსოვანთა (მანდარინი ლიმონი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი, ფორტუნელა) პერსპექტიული ჯიშები და მოცემულია ციტრუსოვანთა ელიტური სარგავი მასალის გამოყვანის ტექნოლოგიური ციკლი.
უკან |