სამეცნიერო კვლევები

რელიქტური მერქნიანი სახეობების ex-situ&in-situ კონსერვაცია

სამეცნიერო პროექტი  - რელიქტური მერქნიანი სახეობების ex-situ&in-situ  კონსერვაცია

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი - იზოლდა მაჭუტაძე

სამეცნიერო  პროექტის დაფინანსების წყარო - შვეიცარიის ფრიბურგის უნივერსიტეტი, პროექტი „Zelkova”

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა - 2016-2018 წწ.

სამეცნიერო პროექტის მიზანი - კოლხეთის რელიქტური მექრნიანი სახეობების კონსერვაცია
ამოცანას წარმოადგენს:
- Ex situ კონსერვაცია ლაფანისა (Pterocarya fraxinifolia) და სხვა რელიქტური მერქნიანი სახეობებისა ამიერკავკასიაში;
- ლაფანის (Pterocarya fraxinifolia) კონსერვაციისთვის საპილოტე აღდგენითი პროექტის განხორციელება ილიას უნივერსიტეტსა და ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით;
- ფილოგეოგრაფიული ანალიზი გვარ ლაფანისა მსოფლიოში;
- ფერადი ილუსტრირებული წიგნის გამოცემა გვარ ლაფანის კონსერვაციული სტატუსის და მრავალფეროვნების.

თემა აქტუალურია, ვინაიდან მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის   ნომინაციაზე წარდგენილია პროექტი: „კოლხეთის ტორფნარები და რელიქტური ტყეები“  www.UNESCO.com
რელიქტური კოლხური ტყის შემქმნელი მერქნიანი სახეობები ჰართვისის მუხა, ლაფანი და კოლხური ბზა “წითელი ნუსხისა” და “წითელი წიგნის” სახეობებია. კოლხეთის დაბლობის რელიქტური ტყეები Quercus+Fraxinus+Carpinus betulus ზურმუხტის ქსელის  დასაცავი ობიექტებს წარმოადგენს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა