აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ,,უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია უცხოენოვანი სამეცნიერო-სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნა. კონკურსის ფარგლებში პროექტის წარმოდგენა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს. სამინისტროდან მოთხოვნილი თანხა ერთი პროექტისათვის არ უნდა აღემატებოდეს 9000 ლარს.
ქვეპროგრამის ბენეფიციარებს გამოავლენს სპეციალურად შექმნილი კომისია ღია კონკურსის საფუძველზე. კონკურსში გამარჯვებული პროექტების განხორციელებას ორგანიზებას გაუწევს სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია.
დებულება და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე: http://adjara.gov.ge/branches/description.aspx?pid=1406&gid=6&ppid=12#.WrS0ey5uaUk
უკან |