„საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის უწმინდესი სინოდის 2012 წლის 5 ივლისის განჩინების შესახებ“. ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მთავრი მეცნიერ თანამშრომელი, ემერიტუს პროფესორი ბ. დიასამიძე. 29 იანვარი, 2018 წელი, 13:00 საათი, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ბიბლიოთეკა.
23 იანვარი 2018 წელი
სემინარზე გაანალიზდება უწმინდესი სინოდის ხსენებული განჩინება, მისი მიღების მოტივი და შესრულების მიზნით გადადგმული პირველი ნაბიჯების მართებულება (მიტროპოლიტ ა. ჯაფარიძის კვლევის შედეგები), შეფასდება და განიხილება თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული დებულება „სანამ დასავლეთ საქართველო პოლიტიკურად ბიზანტიის ხელისუფლების ქვეშ იმყოფებოდა, ოფიციალური ეკლესიისა და სახელმწიფო კანცელარიის ენის როლს ბერძნული ასრულებდა“ და თეორიები ე.წ. „ ქართიზაციისა და ქართული ეკლესიის პროზელიტიზმის შესახებ, რაც ფაქტიურად საქართველოს სახელმწიფოებრივი და საეკლესიო იურისდიქციიდან დასავლეთ საქართველოს ამოვარდნას ნიშნავს მთელი ხუთი საუკუნის (IV-IX სს.) განმავლობაში.
სრულად