სასემინარო თემა: ფიტოპატოგენური ბაქტერიების ფაგები და მათი პრაქტიკული მნიშვნელობა, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი მაკა მურადაშვილი, 21 დეკემბერი, 12:00 საათი, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი
15 დეკემბერი 2017 წელი
პირველად ფიტოპათოგენური ბაქტერიების ფაგები აღიწერა 20-იანი წლების ბოლოს (Mellmann... 1924; Coons E.N, Kolile I.E, 1925; Израельский, 1968), რომლებიც გამოყოფილი იქნა ნიადაგიდან, ჩამდინარე წყლიდან, მცენარეების დაზიანებული ქსოვილებიდან. ფიტობაქტერიოფაგები შეიძლება აღმოვაჩინოთ იქ, სადაც ბინადრობენ შესაბამისი ბაქტერიები: დაავადებული მცენარის ქსოვილში, ინფიცირებულ თესლში, ნიადაგში, ჩამდინარე წყლებში და ა.შ. ბაქტერიოფაგების გამოსაყოფად სასურველია, გამოყენებული იქნას მცენარის დაზიანებული უბანი, ან მასთან მიმდებარე ჯანმრთელი ქსოვილები, რადგან მეცნიერთა აზრით, ფაგი არ ვრცელდება დამოუკიდებლად დასნებოვნებულ მცენარეში, იგი ფაქტობრივად, კვალდაკვალ მისდევს შეჭრილ ბაქტერიას.
სრულად