სემინარები

სამეცნიერო სემინარის თემა „ტექსტური მონაცემების ანალიზის კონვოლუციური ნეირონული ქსელების გამოყენებით“ ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის, კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი გრიგოლ კახიანი 25 ივნისი 14:00 საათი II კორპუსი 224-ე აუდიტორია

ნაშრომში წარმოდგენილია ახალი მეთოდი, რომელიც სხვადასხვა ტექსტის კლასიფიკაციისა და მათი ანალიზის საშუალებას გვაძლევს. წარმოდგენილი მეთოდი დამყარებულია საკვლევ ტექსტში გამოყენებული სიმბოლოთა წყვილების სიხშირის ანალიზიდან მიღებული შედეგების საფუძველზე, გამოსახულებების გენერირებით და მათი ნეირონული ქსელების მეშვეობით დამუშავებით.

ყოველდღიურად ჩვენ შეხება გვაქვს უამრავი სახის ტექსტურ ინფორმაციასთან. ხშირ შემთხვევაში, ინფორმაციის მიზანმიმართულად გამოყენება მის დამუშავებას მოითხოვს. თუმცა ინფორმაციის დიდი რაოდენობა და მოცულობა ადამიანისთვის გარკვეული სახის პრობლემებს იწვევს, ამიტომ კომპიუტერული რესურსების გამოყენება ამ მიზნით ხშირად ხდება.  პრობლემა კი მდგომარეობს იმაში, რომ კომპიუტერისთვის, ადამიანისთვის ცნობადი ენა გაუგებარია. მსგავსი პრობლემების გადაჭრის მიზნით, ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო ვითარდება მანქანური დასწავლის პარადიგმის ერთ-ერთი გამოვლენა-NLP.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა