ბსუ-ში გამოფენა „თანამედროვე სახელმწიფო სიმბოლოები“ გაიხსნა
27 თებერვალი 2020 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენა „თანამედროვე სახელმწიფო სიმბოლოები“ გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შექმნილი და დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები, ავტონომიური რესპუბლიკების, თვითმმართველი ორგანოების სიმბოლოები (გერბი, დროშა), სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოები, უნიფორმები, ფულადი ნიშნები და სხვა ინსიგნიები. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, საქართველოს სახელმწიფო გერბის ავტორმა მამუკა გონგაძემ და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დიზაინისა და ანალიტიკის სამსახურის უფროსმა დავით ჩხეიძემ ლექცია წაიკითხე თემაზე: „ქართული ჰერალდიკა“.