„არა სიძულვილის ენას: ცნობიერების ამაღლების ახალგაზრდული კამპანიის საუკეთესო მაგალითები“
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის საბჭოს პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილის ენის და სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა თემაზე: „არა სიძულვილის ენას: ცნობიერების ამაღლების ახალგაზრდული კამპანიის საუკეთესო მაგალითები“. სპიკერებმა, ევროპის საბჭოს არა სიძულვილის ენის ცნობიერების ამაღლების კამპანიის აქტივისტებმა მარია ანდრეევამ და გუბაზ კობერიძემ სტუდენტებს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები გააცნეს, როგორიცაა: სიძულვილის ენა, მასთან ბრძოლის საშუალებები, ცნობიერების ამაღლების კამპანიის მეთოდები ევროპის საბჭოს არა სიძულვილი ენის კამპანიის მაგალითზე და სამომავლო გეგმები. პროექტი მიზნად ისახავს გამოცდილების გაზიარებას, შესაძლებლობების განვითარებას, ადვოკატირებასა და ცნობიერების ამაღლებას.