უნივერსიტეტში აკადემიკოს გურამ პაპუნიძის იუბილე აღინიშნა
უნივერსიტეტში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, აკადემიკოს გურამ პაპუნიძის დაბადებიდან 70 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 45 წლის იუბილე აღინიშნა. ღვაწლმოსილ მეცნიერს იუბილე მიულოცეს, სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და მის ღვაწლზე ისაუბრეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ერმაკოვმა, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა, კოლეგებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა და მეგობრებმა. გურამ პაპუნიძეს რამდენიმე ათეული წელია მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული მეცნიერების განვითარებასა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. იყო საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უზენაესი საბჭოს წევრი, ბათუმის საქალაქო საბჭოს დეპუტატი, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, არჩეულია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წევრად და მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მთავარ მეცნიერ-კონსულტანტად