„უნივერსიტეტისა და წარმოების თანამშრომლობა - გამოცდილებიდან სტრატეგიამდე“
ტემპუსის პროექტის „უნივერსიტეტი-წარმოება ურთიერთობის გაძლიერება კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლების გზით“ ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სემინარი ჩატარდა თემაზე: „უნივერსიტეტისა და წარმოების თანამშრომლობა - გამოცდილებიდან სტრატეგიამდე“. სანტლივენის უმაღლესი კათოლიკური სკოლის პროფესორმა კრის ვან კერიმ (ბელგია), აალენის უნივერსიტეტის პროფესორმა კარინ კადოვიმ (გერმანია), გრენობლის აკადემიის პროფესორმა ესტერ გრუნკემაიჯერიმ (საფრანგეთი) და კოვენტრის უნივერსიტეტის პროფესორმა კუო მინგ ჩაომ (ინგლისი) სემინარის მონაწილეებს გაუზიარეს გამოცდილება უნივერსიტეტების ეკონომიკის სექტორთან თანამშრომლობისა და გამოყენებითი ხასიათის კვლევების, კვლევების კომერციალიზიის საკითხებში. ასევე გააცნეს აჭარაში არსებული რამდენიმე ორგანიზაციისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის მაგალითები. პროექტის კოორდინატორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლელა თურმანიძემ წარმოადგინა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხედვა სტუდენტთა სტაჟირების, კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და ინოვაციური კვლევების წარმოებასთან დაკავშირებით.