უნივერსიტეტში ღია კარის დღე გაიმართა
26 თებერვალი 2011 წელი
უნივერსიტეტში ღია კარის დღე გაიმართა
უნივერსიტეტში ღია კარის დღე გაიმართა
უნივერსიტეტში ღია კარის დღე გაიმართა
უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ბათუმის საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის ერთთვიანი პროექტის - ,,უნივერსიტეტი ფართო საზოგადოებისათვის“ - ფარგლებში ღია კარის დღე გაიმართა. უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ და პროფესორ-მასწავლებლებმა მომავალ სტუდენტებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დანერგილი სიახლეები და სწავლების პირობები გააცნეს. შეხვედრაზე შედგა საუნივერსიტეტო ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური ფილმის ,,შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ ჩვენება. ღია კარის დღეები ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებს მოიცავს.
სრულად