,,გლობალიზაცია და უსაფრთხოება შავი და კასპიის ზღვების რეგიონებში“
28-29 მაისს, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აბრეშუმის გზის მე-6 საერთაშორისო კონფერენციას ,,გლობალიზაცია და უსაფრთხოება შავი და კასპიის ზღვების რეგიონებში“ უმასპინძლა. საერთაშორისო კონფერენციიის მიზანი იყო საზოგადოებისთვის შავი და კასპიის ზღვების რეგიონებში გლობალიზაციის, განათლების, ეკონომიკის, ჯანდაცვის, კულტურული თვითმყოფადობის, ტურიზმის განვითარებისა და უსაფრთხოების საკითხებზე წარმოებული კვლევის შედეგების გაცნობა. ,,გლობალიზაცია და უსაფრთხოება შავი და კასპიის ზღვების რეგიონებში“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციაში ქართველებთან ერთად ფრანგი, თურქი, ამერიკელი, უკრაინელი, ბულგარელი, აზერბაიჯანელი, პოლონელი, რუმინელი, სომეხი, რუსი და სხვა უცხოელი მეცნიერები მონაწილეობდნენ.