ესეების კონკურსი თემაზე: "საქართველოს ევროპული ინტეგრაცია"
18 ნოემბერი 2021 წელი
ესეების კონკურსი თემაზე: "საქართველოს ევროპული ინტეგრაცია"
ა(ა)იპ „ეგერია სოლუშენსი“, კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, აცხადებს ესეების კონკურსს უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის თემაზე - საქართველოს ევროპული ინტეგრაცია.
ონლაინ კონკურსი ტარდება პროექტის - „ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ევროინტეგრაციის შესახებ - გამოწვევები და პერსპექტივები“ ფარგლებში, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების გაზრდას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ. პროექტის ფარგლებში შემუშავდა სასწავლო კურსი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ, რომელიც უკვე წარმატებით დაინერგა ოთხ უმაღლეს სასწავლებელში: ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
სრულად